• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში 628.7 მლნ ლარის სესხი ვადაგადაცილებულია

ალია ავტორი - ალია
17:23 07-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,036

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, საქართველოში 58.046 მლრდ ლარის სესხია გაცემული. აქედან 56.716 მლრდ ლარი ვადიანი სესხია, ხოლო 628.7 მლნ ლარი ვადაგადაცილებული.

სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მოკლევადიანი კრედიტის სახით 4.616 მლრდ ლარი გაიცა, საიდანაც ვადაგადაცილებულია 165.1 მლნ ლარი, ხოლო გრძელვადიანი 52.099 მლრდ ლარის სესხი გაიცა, აქედან 463.5 მლნ ლარი ვადაგადაცილებულია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 249.9 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 378.7 მლნ ლარს.

შეგახსენებთ, რომ „კრედიტინფოს” 2024 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 364 546-ს შეადგენს. საუბარია, 2 075 476 652 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

ამასთან, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 912 671 526 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 204 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 96 054 -ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 108 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 499 091 097 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved