• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კორუფცია რუსეთის ჯარში – ჯარისკაცების საკვებით ნაშოვნი ფული? – რუსეთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
20:46 07-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, 69 წლის დმიტრი ბულგაკოვი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიება კორუფციას ეხება, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

სახელისუფლებო გამოცემა RIA Novosty წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგაკოვი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ჯარს მაღალ ფასად უხარისხო საკვებით ამარაგებდა და ფულს იღებდა კომპანიებისგან, რომელთაც სამინისტროსთან კონტრაქტების დადების დროს ლობირებდა.

დმიტრი ბულგაკოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008-2022 წლებში იყო. იგი პასუხისმგებელი იყო ჯარის ლოგისტიკაზე, ასევე სამხედრო ტრანსპორტირებაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული გზებისა და რკინიგზის მდგომარეობასა და რეკონსტრუქციაზე.

ბულგაკოვი მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე გაათავისუფლეს. ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ ის “სხვა სამსახურში” გადასვლის გამო დაითხოვეს. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გენერალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორთა ხელმძღვანელობაში მუშაობდა.

ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება აქვს, რომელიც მან 2016 წელს მიიღო – “სირიის ექსპრესის” ლოგისტიკური ოპერაციის გამო. ამის გარდა, მას სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოც გადასცეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო ბულგაკოვს აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაადეს.

მაისში თანამდებობიდან გადააყენეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. გარდა ამისა, აპრილის შემდეგ რუსეთში სულ მცირე ოთხი გენერალი დააკავეს: მინისტრის ყოფილი მოადგილე ტიმურ ივანოვი, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი, სამინისტრო კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსი ვადიმ შამარინი და 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ივან პოპოვი. ივანოვს, კუზნეცოვსა და შამარინს ქრთამის აღებას ედავებიან, პოპოვს – თაღლითობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved