• რეკლამა
  • კონტაქტი
17:34, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება, ამისთვის სჭირდება” – პავილიონისი

ალია ავტორი - ალია
20:25 07-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,446

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა:

“3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშინ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება – დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ეს რუსული კანონი, რათა შემდეგ არჩევნები გადააქციონ ისეთ პროცესად, როგორც ამას ლუკაშენკო აკეთებს ბოლო 30 წელია. ამ დროის დაკარგვით საქართველო კარგავს ევროინტეგრაციის ყველა შანსს, რადგან თქვენ იცით, რომ ვაშინგტონში მიღებულ ნატოს კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის. სამწუხაროა, რომ “ქართულ ოცნებას” იქ არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი, რომელიც ამ კომუნიკეში საქართველოს შეტანას მხარს დაუჭერდა. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც მოლაპარაკებები უკვე იწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო კი ქრება ამ პროცესიდან.

“ქართული ოცნება” იყენებს კომუნისტურ და ორუელისეულ მეთოდებს, როდესაც სიმართლეს უწოდებს ტყუილს და პირიქით. მე ეს ლიეტუვაშიც მახსოვს. ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი. თუ ნატოს კომუნიკეს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს იქაც წერია. თუ “ქართული კოშმარი” არ თვლის ასე, მაშინ ამის ალტერნატივა არის რუსეთის ინტერესების გაზიარება, ლავროვისა და პუტინის აზრების გამეორება, რომ ნატო ომის პარტიაა. მაგრამ ნატო 75 წელია რაც მშვიდობას იცავს და აქ, ჩემს უკან თქვენ ხედავთ ლიეტუვას, რომელმაც კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წყალობით მოიპოვა. სტატისტიკით, ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი მდიდრები და ბედნიერები. ასევე ვართ უსაფრთხოდ და ამას უზრუნველყოფს ნატო და ევროკავშირი.”- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved