• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაავალა კეზერაშვილს ომის პარტიამ და რა დაავალა კეზერაშვილმა 15 მილიონ დოლარად ოპოზიციას? – პრემიერის განცხადება

ალია ავტორი - ალია
17:14 07-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა:

„კეზერაშვილის მეშვეობით დიდი ხანია ფინანსდება პოლიტიკური პროცესების ოპოზიციური ნაწილი საქართველოში, მათ შორის, საარჩევნო პროცესები. ეს არ არის ახალი მოვლენა. მას აქვს მიღებული გარანტიები, იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა, თუმცა მასაც არ აქვს დიდი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო შედეგებზე ჩვენს ქვეყანაში.

ვისაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, მათგან აქვს ეს დავალება მიღებული, ისინი აძლევენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას ევროპაში კეზერაშვილს, რომელიც დღემდე ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, მანამდე ძარცვავდა ქართულ ჯარს, ქართველ ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და ამ პირობებშიც კი მას აქვს უზრუნველყოფილი თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ამის სანაცვლოდ მას ევალება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება.

დაახლოებით ერთი წლის წინ მას ჰქონდა შეხვედრა ვიწრო წრეში, სადაც საკუთარ თანამოაზრეებს გააცნო ასეთი გეგმა, ის გეგმავდა 15 მლნ დოლარის დახარჯვას არჩევნებზე. მას ჰქონდა ასევე იმედი, რომ 15 მლნ დოლარს თავს მოუყრიდა მისი მეგობარი „ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ბიზნესმენების დახმარებით და მან თქვა ასეთი რამ დამატებით, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, რომ 15 მლნ დოლარი ჰქონდა მას მოაზრებული NGO-ების დაფინანსების ნაწილში. რომელ თანხაზე იყო საუბარი, ამაზე საზოგადოებას შეუძლია, იმსჯელოს. ეს იყო ის გაუმჭვირვალე თანხები, რომელიც საქართველოში ხმარდება არჩევნებს, NGO-ების  გავლით.

მათ დარჩებათ ის რეიტინგი, მაქსიმუმ, რაც აქვთ დღეს, თუმცა, ეს რეიტინგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved