• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან მატჩი ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება” – დემეტრაძის პასუხი არშავინს

ალია ავტორი - ალია
20:27 07-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
765

რეტრო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის – ამის შესახებ შეთავაზება რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში გაახმოვანა.

არშავინს უნდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. მანამდე ლეგენდების შეხვედრების ეგიდით,  7 ივლისს მინსკში, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 გაიმარჯვეს.

ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.

მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონეყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება”, – თქვა არშავინმა. 

რუსი ფეხბურთელის შეთავაზებაზე პასუხი რუსულმა მედიამ ვეტერან ქართველ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს ჰკითხა, რომელმაც დადებითაც შეაფასა ეს ინიციატივა.

პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო-მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი – პირიქით.

როგორია ჩემი აზრი? – მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის სასარგებლოა. ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. უკეთესი იქნება, თუ ეს შეხვედრა ამა წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება”, – თქვა დემეტრაძემ. 

გარდა დემეტრაძისა, იდეა მოეწონა მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ მეკარეს ანზორ კავაზაშვილს, რომელმაც “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში სურვილიც გამოთქვა, რომ თუ ეს დაპირისპირება მართლაც შედგა, მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

ვფიქრობ, ახლა ზუსტად საუკეთესო დროა, რათა საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ლეგენდების მატჩი შედგეს.

გარდა ამისა, ყველა ქართველს ფეხბურთი ახლა ისე უყვარს, როგორც არასდროს, რადგან ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა თამაში და კარიერა სწორედ რუსეთში დაიწყო. ამიტომ, თუ ეს მატჩი გაიმართება, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას და შემიძლია, მწვრთნელიც ვიყო. შემიძლია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დავეხმარო”, – თქვა კავაზაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved