• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
12:50 07-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,286

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

„დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება – გამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებს 1 500 ლარის ფარგლებში უფინანსებდათ მწვავე, ქრონიკული და/ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მედიკამენტოზური მკურნალობა. გარდა ამისა, კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – კომპონენტის ფარგლებში ხდება საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაბრუნებისთანავე, გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.

პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა -ხელი ეწყობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას ასევე 1 500 ლარის ფარგლებში პროფესიული სწავლების დაფინანსება.

სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება -ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსდება ბიზნეს პროექტები. კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია როგორც დამწყები პროექტის, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მიზნით არსებული ბიზნესის მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არაუმეტეს 6000 ლარის ღირებულების ტექნიკა-დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვა.

ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა – გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ისეთი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა დოკუმენტაციის აღდგენა, ბინის ქირა, პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა და სხვა, ფინანსური სირთულეების დაძლევის მიზნით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახზე არაუმეტეს 300 ლარისა. ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით ფინანსდებიან მხოლოდ ისეთი ბენეფიციარები (ოჯახები) რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ გააჩნიათ შემოსავალი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური გასაცემელისა) და ჰყავთ 1 არასრულწლოვანი შვილი მაინც, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება – დაბრუნებული მიგრანტი არასრულწლოვანი ბენეფიციარების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება სპორტული და შემოქმედებითი კურსები ერთი წლის მანძილზე 1 500 ლარის ფარგლებში,“- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობითვე, 2019-2023 წლებში აღნიშნული პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებით ჯამში 1 100-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რაც შეეხება თანხებს, 2019-2023 წლებში პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტმა ჯამში 2 902 500 ლარი შეადგინა, 2024 წელს – 1 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2025-2028 წლებში პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი 9 მლნ ლარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved