• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სენატორო რიშ, დამეხმარეთ საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ”! – ქართველი ემიგრანტის წერილი

ალია ავტორი - ალია
17:52 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
584

თორაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის.

1990-იან წლებში მთელი ოჯახი დაუნდობლად ამოწყვიტეს.

ძმები თორაძეების და, თამარ თორაძე მომხდარში სხვებთან ერთად გიორგი (ჟორიკა) რურუას ადანაშაულებს, რომელიც ამჟამად სულ სხვა საქმეზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება.

თამარ თორაძე აშშ-ს მოქალაქეა. ის ღია წერილით მიმართავს ამერიკელ სენატორს ჯიმ რიშს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა:

„პატივცემულო სენატორო რიშ,

მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე.

ამ წერილის დაწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულმა თქვენმა განცხადებამ გადამაწყვეტინა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ.

მე წარმოშობით ქართველი ვარ. სამშობლოს დატოვება შემაძრწუნებელმა ოჯახურმა ტრაგედიამ მაიძულა.

რომ არა ამერიკის სახელმწიფოს ჰუმანიზმი, ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და გულმოწყალება, დღეს ალბათ, ცოცხალი არ ვიქნებოდი, როგორც ჩემი ოჯახის 7 წევრი.

თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარს და მეგობარს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში, საქართველო, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დასაშლელად განწირული იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა.

სამოქალაქო ომის, უკანონობის და განუკითხაობის თანმდევი პროცესია, შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში.

ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში “ბოროტების საძმოდ” შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა, თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა.

ამჟამად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული და დაპატიმრებული.

1992 წლის თებერვალში, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები – ზაზა და ლაშა თორაძეები.

1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა.

შემდეგ – ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა – კახა და იმედო.

რამოდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით – ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.

სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ,  აქამდე პასუხი რატომ არ აგო.

იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთ ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, იგი ქვეყნიდან გაიქცა.

ამას, მოგვიანებით მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა.

თუმცა, მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში “ვარდების რევოლუციად” წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.

პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუამ, ჩადენილი უამრავი დანაშაულების გამო არ დაისაჯა.

მთელი ამ წლების მანძილზე ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის  მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას, დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.

სენატორო რიშ,

როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატოორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არათუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაანთავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულებები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას!

ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოა „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (IN GOT WE TRUST). მეც მჯერა ღმერთის და მისი სამართლის.

მჯერა ამერიკის და მისი ხალხის რჩეულების სიმართლის. საქართველოში არის ასეთი ანდაზა – „სამართალი ურმით დადის“, ანუ ძალიან ნელა დადის, მაგრამ დადის.

მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს.

პატივისცემით,

ამერიკის მოქალაქე თამარ თორაძე“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved