• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ადგენს რუსეთი კოვიდით გარდაიცვალა პაციენტი, თუ არა და რატომაა მისი სტატისტიკა დაბალი?

ალია ავტორი - ალია
17:32 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, წერს:

„რუსეთში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.9%, მაშინ როდესაც აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 6-10%-ს აღწევს.

საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის  სტატისტიკის რეგისტრაციის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 აპრილს გამოაქვეყნა კოვიდის სიკვდილობის აღრიცხვის მეთოდოლოგია, თუმცა ეს გარკვეულად დაგვიანებულია, რადგან ქვეყნები უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ ახდენენ რეგისტრაციას და ბევრ ქვეყანაში სიკვდილობის მაჩვენებელმა უკვე შემცირებაც დაიწყო.

გამოცემა „The Moscow Times“ აკეთებს საინტერესო ანალიზს რუსეთში კოვიდით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებლების მიზეზების შესახებ.

რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით  გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი.

უფრო მეტიც, მაგალითად, ბელგია (რომელსაც, სხვათა შორის, მილიონ მოსახლეზე გადათვლით კოვიდ სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და რატომღაც უფრო მეტად იტალია, ესპანეთი და აშშ სახელდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებად), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში კოვიდზე საეჭვო გარდაცვლილებს, თუნდაც არ იყოს ლაბორატორიულად დადასტურებული, თვლის კოვიდის სიკვდილობის სტატისტიკაში.

მაშინ როდესაც რუსეთში, თუნდაც შესაბამისი პათანატომიური ცვლილების დროს, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ იყო კორონავირუსი, შემთხვევა არ ჩაითვლება კოვიდ სიკვდილობის სტატისტიკაში.
მაგალითად, ჩელიაბინსკში გადათვალეს სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მეთოდის შესაბამისად და გაიზარდა 233%-ით.

თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved