• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ – მეუფე შიო

ალია ავტორი - ალია
17:00 07-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ – მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება აუცილებელი პირობაა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირა დღეს, როდესაც იკითხება სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ასისთავის მსახურის განკურნების შესახებ.

ქალაქ კაპერნაუმში იესო ქრისტესთან მიდის ასისთავი და სთხოვს მისი მძიმედ ავადმყოფი მსახურის განკურნებას. შეგახსენებთ, რომ იმხანად რომის იმპერიაში ყველა ქალაქში იდგა საჯარისო დანაყოფი; რადგან კაპერნაუმი პატარა ქალაქი იყო, სავარაუდოდ, იქ მხოლოდ ერთი ასეული იდგა, რომლის მეთაურის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება იმ ქალაქში, ფაქტობრივად, ქალაქის მმართველი იყო. და აი, უფალი მას მიუგებს: „მე მოვალ და განვკურნავ მას“ (მთ. 8,7). ე.ი. იესო ქრისტე მაშინვე უსრულებს თხოვნას, რადგან მან დაინახა, რომ მის წინაშე დგას სრულიად განსაკუთრებული ადამიანი, რაც გამოჩნდება კიდეც მისი შემდეგი სიტყვებიდან: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ, მხოლოდ სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება, ვინაიდან, მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ხელქვეით მეომრები და მსახურები. ვეტყვი ამას: „წადი“ და მიდის, სხვას: „მოდი“ და მოდის და ჩემს მონას ვეტყვი: „გააკეთე ეს“ და აკეთებს“ (მთ. 8, 8-9). უფალმა ეს სიტყვები რომ გაიგო, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მას მისდევდა: „მთელს ისრაელში ვერ ვნახე მე ასეთი სარწმუნოება“ (მთ. 8,10).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა გაკვეთილი შეგვიძლია, გამოვიტანოთ დღევანდელი სახარებიდან. ისეთი რა განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა ამ ასისთავს, რომ სათნო ეყო უფალს და მან მაშინვე შეუსრულა მისი თხოვნა?

პირველ რიგში, ეს არის რწმენა; ასისთავს სწამდა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, ის კი არ ორჭოფობს, შეძლებს თუ არა, უშველოს ჩემს მსახურსო, არამედ დარწმუნებულია, რომ იესო ქრისტე მას განკურნავს. ასეთი რწმენის გამო, უფალიც, რა თქმა უნდა, ეხმარება მას და დიდ სასწაულს მოახდენს.

შემდეგი თვისება ასისთავისა, ეს არის დიდი სიმდაბლე. იგი ამბობს, რომ ღირსი არა ვარ, ჩემს სახლშიც კი მიგიღო შენო. მაშასადამე, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება ყოფილა აუცილებელი პირობა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

უფალი იესო ქრისტე ხაზს უსვამს მის ამ თვისებას, როცა ამბობს, რომ მთელ ისრაელში ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. როგორი ,,ასეთი რწმენა”? – დიდი რწმენა, შეერთებული ამ სიმდაბლესთან.

და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ამ ასისთავში დიდ სიყვარულს. როგორც გითხარით, იგი მმართველი იყო იმ ქალაქისა და თავისუფლად შეეძლო, სხვა ვინმე მიეგზავნა ქრისტესთან სათხოვნელად, მაგრამ პირადად მიდის მასთან. აქედან ჩანს, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მსახური და, ზოგადად, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო ის.

ამიტომ დღეს, როდესაც მოვისმინეთ ეს სახარება, უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, ვინაიდან, თუ გვინდა, უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვისრულოს თხოვნები, ეს სამი თვისება აუცილებლად უნდა ვიქონიოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ ვისწავლოთ ასეთი რწმენა, ვისწავლოთ ასეთი სიმდაბლე და სიყვარული. მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი; რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved