• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

ალია ავტორი - ალია
22:23 07-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა სამი თვის წინ, აღდგომას, იმ დროს დააკავეს, როცა ძმის საფლავს ასუფთავებდა. ოჯახთან კავშირზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ტყვეობაში მყოფი კაცის გასათავისუფლებლად.

ვითარებას ართულებს ის, რომ უკანონო პატიმარს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ბეღელური წარსულში რამდენჯერმეა გატაცებული და ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ფორმიანების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა.

ბეღელური ყოველ დღე იღებს წამლებს.

“ავად არის, ყოველდღიური წამლების ქვეშაა, წამლები რომ არ დალიოს კრუნჩხვებში ჩავარდება და რეანიმაციაში ხვდება. “ვივა მედის” კლინიკაში იმედს არც მეუბნებოდნენ ექიმები თუ გამოვიდოდა მდგომარეობიდან, ცუდად გახდა, თხილს ჭამდა და ფილტვში გადაუვიდა კრუნჩხვა რომ დაემართა. ასეთი მძიმე ავადმყოფია. შეტევა რომ ემართება, კრუნჩხვა რომ ემართება, ეს ტვინიდან მოდის ყველაფერი და მერე გონება ერევა”, – ყვება ოჯახის წევრი.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved