• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართუ ბანკი, უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს – ვასო ურუშაძე

ალია ავტორი - ალია
13:33 07-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.

„ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც „ქართუ ბანკი“, ასევე სხვა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნეს ორგანიზაციები არ იხდიან გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შეაქვთ კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში და მაქსიმალურად ცდილობენ, გაასაიდუმლოონ თავიანთი საქმიანობა. ეს არის ერთადერთი მიზეზით განპირობებული, მათი საქმიანობა არ არის ჯანსაღი, ისინი არ იმყოფებიან სხვა ბიზნესთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში და კორუფციული გზით, სახელმწიფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების გზით, დიდძალ ფულს აკეთებენ ის კომპანიები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან, ერთი მხრივ, ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში სარგებლობენ იმაზე დიდი ძალაუფლებით, ვიდრე შეიძლება სარგებლობდეს რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი. ესენი არიან უჩა მამაცაშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, სულხანიშვილი და სხვები. არანაირ ვალდებულებას ეს ადამიანები არ გრძნობენ სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო აუდიტის წინაშე და დადასტურება ამ ყველაფრის არის ის, რომ „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved