• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა

ალია ავტორი - ალია
16:59 07-15-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456

სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა. „თეგეტა გრინ პლანეტისგან“ საუკეთესო მოდებატეებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის”, რომლის უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა, დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობა და ეროვნული ტურნირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიზანი, რის გამოც ამ პროექტის მხარდამჭერი გავხდით, ვფიქრობ, მიღწეულია – 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა ცნობიერება და მიიღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. გვჯერა, რომ სამომავლოდ თავად გახდებიან ცვლილებების ინიციატორები უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის მხრივ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვა, გადამუშავება და რეციკლირება. ეს პროექტი მათთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა“.

„დებატების ეროვნული ტურნირისთვის“ მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. მზადება ითვალისწინებდა შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს. მათ შორის მოდებატეები შეხვდნენ „თეგეტას“ წარმომადგენლებს, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელებს და სხვა.

რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეულმა საუკეთესო მოდებატეებმა კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზეს. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.

თინათინ ცერცვაძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) თავმჯდომარე: „ყველა ის უნარი, რომელსაც დებატების ტექნიკა ავითარებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენთვის ერთიორად სასიხარულოა, რომ ამ ტექნიკის დაუფლებასთან ერთად დებატების კლუბებს მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს დაცვით საკითხებს გასცნობოდნენ, სიღრმისეულად შეესწავლათ და განეხილათ ისინი. შედეგად, მათ შეძლეს თავისუფალი მსჯელობა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ნარჩენების გადამუშავება, კლიმატის ცვლილება, საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით თუ სხვა.“

ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.

—

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved