• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალური საპროცესო 20 ბრალდებულს – ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე

ალია ავტორი - ალია
02:57 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

პროკურატურამ განცხადება გაავრცელა: ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი.

ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე.

აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ. ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ს ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არცერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის.

შესაბამისად სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. (პრაიმტაიმი)

“ალია” – ვნახოთ რა განცხადებები კეთდებოდა, როცა ეს პირები დააკავეს:

“არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი დააკავეს. დაკავებულები არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი.

ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.”

ესე იგი, ამდენი ადამიანი ამუშავეთ შსს, გენერალური პროკურატურა, ევროპოლი, აშშ-სა და ავსტრალიის სამართალდამცავი ორგანოები და ახლა საპროცესოს აფორმებთ?

და უკაცრავად მაგრამ მაშინ 22 ადამიანი იყო სულ ამ ჯგუფში და 22 იყო დაკავებული და ახლა 20-ზე როგორ ჩამოვიდა? 2 აორთქლდა?

2-ს უკვე გაუფორმეთ საპროცესო, ხო?

და თუ ახლა საზოგადოებას რეაქცია ექნა და ვერ გააფორმეთ ერთად 20 საპროცესო, რამდენიმე თვეში მერე გეყოლებათ 18 ბრალდებული, მერე 16, მერე 14 და ა. შ.?

ან რატომ წარიმართა ორ საქმედ, თუ ერთი ჯგუფია? მხოლოდ დაკავების თარიღის გამო გაიყო ერთი ჯგუფის საქმე ორად?

რის საფუძველზე ფორმდება საპროცესო? – მხოლოდ აღიარების საფუძველზე? და კიდევ ხო, ნასამართლევი არ არისო, ბრძანეთ.

თუ ინანიებდნენ, ჯგუფის პირველი ნაწილი რომ დააკავეთ, მეორე ნაწილი კიდევ რატომ განაგრძობდა ჩუმად მუშაობას და დამალვას? რატომ არ განაცხადეს? – მხოლოდ ახლა ინანიებენ?

თუ ინანიებენ და მერეც მოინანიებენ, მერე შეიწყალეთ – ახლა რატომ აფორმებთ საპროცესოს? თუ დამატებით ინფორმაცია არ გჭირდებათ, რატომ ფორმდება ამდენი თვის მერე საპროცესო? – სამხილები ხომ ნამდვილად გაქვთ ამ საქმეში საკმარისი, ბატონო პროკურორო?

თუ სამხილები გაქვთ, ჯგუფური დანაშაულისთვის დაკავებულებს, რომლებზედაც ამბობდით, სამუდამოს მივუსჯითო, საპროცესოს როგორ უფორმეთ?

დღეს პროკურატურამ სასამართლოში საქმე წააგო და სასამართლომ 5 წლის გოგონაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული გაათავისუფლა – სასამართლომ არ სცნო მტკიცებულებად არასრულწლოვანთა ჩვენებები – იქნებ, იმიტომ, ბატონო ირაკლი, რომ არასრულწლოვანთა ჩვენებებს არ ახლდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა?

დღეს, როცა პროკურატურამ საქმე წააგო სასამართლოში და 5 წლის გოგონას მიმართ ძალადობის მუხლით ბრალდებული გათავისუფლდა, პროკურატურამ ხელი სასამართლოს დაადო და თქვა – “საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს”

კი, ბატონო პროკურორო, საპროცესო შეთანხმება ძალიან მკაცრია, ისეთი მკაცრია, აი, რა გითხრათ არც კი ვიცი…

თუ ბავშვთა პორნოგრაფია სხვა კატეგორიის დანაშაული გგონიათ?

არა, მაინც ყველაზე მეტად ის წინადადება “მოგვწონს” – სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებითო, რომ წერთ!

მიდი, ზოგი მოძალადე თქვენ გამოუშვით, ზოგი სასამართლომ და აბრალეთ ერთმანეთს, ერთი პურის მოპარვისთვის კი გამოკეტეთ ახალგაზრდები წლობით.

კი, სისწრაფერს ვერ დაგიკარგავთ, ყოფილმა გენ. პროკურორმა ისე სწრაფად ისწავლა, სანამ უნივერსიტეტი გაიხსნებოდა, მანამდე აიღო დიპლომი, თქვენც ისე სწრაფად მოინანიეთ “ხორავას საქმე”…

ერთი ქალი გვირეკავს ხშირად, ერთადერთი შვილი უზის ციხეში მაღაზიის გაქურდვის მცდელობისთვის – მცდელობისთვის, არ გაუქურდავს… ვიღაცამ გვითხრა, გაქურდვას აპირებდიო და ციხეში ჩასვეს, აი, მას არავინ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, ვერ მოინანია, ალბათ, სათანადოდ კარგად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved