• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ

ალია ავტორი - ალია
11:26 07-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ”ბათუმელები” ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ავტოსადგურის მფლობელმა სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა.

კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ბათუმის მერიას უკვე მიმართა. ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგური“ ფლობს. აღსანიშნავია, რომ  საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სხვა მეწილეებითან ერთად კომპანიის  30,91 პროცენტს აჭარის მთავრობა ფლობს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ბათუმის ავტოსადგურის“ ერთ-ერთი მფლობელის – „ფერტუნა სტეიშენის“ წილები ყველა მფლობელმა გაყიდა. „ფერტუნამ“ თავისი 49 პროცენტი 1 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად გაასხვისა. იგივე თანხაზე შეუთანხმდა მყიდველებს პარლამენტარი ენუქიძეც, თავისი 26.4 პროცენტის დათმობის სანაცვლოდ.

კონცეფციიის მიხედვით, ცათამბჯენების მაქსიმალური სიმაღლე 136 მეტრი იქნება. პროექტი აერთიანებს ერთ 4-სართულიან და ორ 43-სართულიან შენობას, მათ შორის ორი მიწისქვეშა სართულით. კომპლექსი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს გააერთიანებს.

ფოტო: ბათუმელები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved