• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერი სახით ემიგრანტის შეურაცხყოფა და დამცირება! – მეუფე საბა ინწკირველი

ალია ავტორი - ალია
13:13 07-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი პოსტს აქვეყნებს, რითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

“მე როგორც ემიგრაციული ეპარქიის მღვდელმთავარი და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი თავს ვალდებულად მივიჩნევ ყველგან და ყოველთვის ხმა აღვიმაღლო მაშინ, როცა საქმე ეხება ემიგრანტს და ზოგადად ემიგრაციას!

პირველ რიგში ვგმობ ამერიკის სახელმწიფოს დემონიზირების მცდელობას, გარდა იმისა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, ამავე დროს მავანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამერიკაში უკვე მრავალი წელია არსებობს და ფუნქციონირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაარსებული ეპარქია, რომელსაც უკვე 10 წელია ღვთივ-კურთხეულ სამღვდელო და სამონაზვნო დასთან თანამსახურებით ვხელმძღვანელობ მე, ეპისკოპოსი საბა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი.

როგორც ლოცვა გვასწავლის ,,ღმერთი ყოველგან არს და ყოველსავე აღსვსებს” ამრიგად სამშობლოდან და ოჯახებიდან მოწყვეტილი ათასობით და ასი ათასობით ქართველი ღმერთს პოულობს აქ ამერიკაშიც, აქ სადაც არაერთ შტატში უკვე არსებობს ქართული ეკლესია-მონასტრები, მუდმივი და მისიონერული სამრევლოები, კულტურული ცენტრები, საკვირაო სკოლები და კიდევ მრავალი დაწესებულება, რომელიც ემსახურება ქრისტესთან ნაზიარები ქართული სულის აღორძინებასა და გადარჩენას!

დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერი სახით ემიგრანტის შეურაცხყოფა და დამცირება! თანაც იმ ფონზე, როცა უცხოეთში არსებულ ეპარქიებს და აქ მდებარე ეკლესია-მონასტრებს სწორედ ემიგრაცია აშენებს, ამშვენიერებს, ინახავს და ზრუნავს მათზე! განა ემიგრაციის დამსახურება და ღვაწლი არაა, ამდენი სიკეთე რაც ჩვენს ქვეყანის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ხდება?!

ამრიგად მოვუწოდებ ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს და განსაკუთრებით ჩემს სულიერ შვილებს ამერიკაში, თქვენ გული ნუ გაგიტყდებათ როდესაც ერთეულ შემთხვევებში არ ხდება თქვენს მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლის თუ თქვენი პირადი ღვაწლის სათანადოდ არ დაფასება, თქვენ არასდროს მიგატოვებთ ღმერთი და მე როგორც თქვენი მწყემსი!

მიიღეთ ჩემი ლოცვა-კურთხევა და კეთილი სურვილები ამ წმინდა დღეებში, როცა ჩვენი ეკლესია ზეიმობს სიყვარულის ღმერთის იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფეებისა და მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს!

ისწავლეთ მათ მაგალითზე სიყვარული და პატიება!

+ საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი”.

ინფორმაციისთვის, ერთ-ერთმა მღვდელმა სამების ტაძარში არ შეუშვა მამაკაცი იმის გამო, რომ მას შორტი ეცვა. სასულიერო პირმა დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია ემიგრანტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved