• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისიმ „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა.

ალია ავტორი - ალია
11:45 07-12-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

თიბისიმ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე „Meliora 2024“ ორი ჯილდო მიიღო.

კონკურსის გრანპრი კატეგორიაში – „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“. თიბისიმ აღნიშნული ჯილდო იმ გამორჩეული საქმიანობისთვის მიიღო, რომელსაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ახორციელებს თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის.

თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მისმნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს; ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

მეორე ჯილდო თიბისიმ მიიღო კატეგორიაში – „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. თიბისის აღნიშნული ჯილდო „2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“ გადაეცა.

2019 წლიდან, ბიზნესის ზრდასთან ერთად, თიბისიმ მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარეს აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თიბისი ბანკის საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. მდგრადი განვითარების პირველი ანგარიში მომზადდა გარე კონსულტანტის დახმარებით, ხოლო 2020 წლიდან ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) დეპარტამენტი. ანგარიში მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით.

თიბისიმ კატეგორიაში – „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“, გამარჯვება მეორედ მოიპოვა. პირველად ჯილდო ბანკს Meliora 2022–ის დაჯილდოებაზე გადაეცა „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“.

თიბისის მიერ განხორციელებული პროექტებიდამატებით ორ კატეგორიაში კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა და აღიარების სერტიფიკატები დაიმსახურა. ესენია: პროექტი„თიბისი X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, კატეგორიაში – „საზოგადოების მხარდაჭერა“ და თიბისისა და კომპანია „პოლივიმის“თანამშრომლობა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით, კატეგორიაში – „მწვანე ინიციატივა“.

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი– Meliora“ ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო მსხვილ და მცირე/საშუალო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. იგი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018-2019 და 2022 წლებშიც დასახელდა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved