• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უგულავამ საკნიდან გადასძახა ოქრუაშვილს…” – რისი შერცხვებოდა წულუკიანს?

ალია ავტორი - ალია
01:43 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მოამბის“ ეთერში პოლიტპატიმრების თემაზე ისაუბრა:

„ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ ბიჭოო, იმან იქიდან დაუდასტურა, ყველა ერთად შეთანხმდა და ერთმანეთი ცნეს პოლიტპატიმრებად.

ეს არის კომედია, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ტრაგიზმის ფორმას მიიღებს და ერთმანეთში დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ პოლიტ არის და ვინ არაპოლიტ, ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლით, რადგან 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს.

დანარჩენი უკვე არის პოლიტიკური სპეკულაციები და საბაბის ძებნა იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმებას როგორმე არ დაუჭირონ მხარი და ეს სხვას დააბრალონ.

დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს.

როდესაც ისინი მოლაპარაკებებიდან გამოსვლისთანავე ვიღაცის გათავისუფლებაზე საუბრობდნენ, იქვე, ჩვენი მომლაპარაკებლები ამბობდნენ, რომ ეს სიცრუე იყო. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია.

სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები. სხვა ახსნა ამას არ აქვს.

შესაბამისად, ალბათ, სჯობს, ჩვენ ჩვენი ძლივს და სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ერთგულები დავრჩეთ.

მთავრობას, პარლამენტს და მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს ძალიან მწვავე განცდა იმისა, რომ ის პასუხს აგებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, წარმატებით მართავს პანდემიიდან გამომდინარე კრიზისს, პოლიტიკურ მოვლენებს მაღალი დონის პასუხისმგებლობით და მაღალი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარტიაში და უმრავლესობაში არსებობს ერთსულოვნება და სრული მზაობა, რომ საარჩევნო რეფორმის კონსტიტუციის ცვლილებებს კენჭი დადებითად ეყაროს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved