• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებამ ჩვენ მომავალს უზურპაცია გაუკეთა” – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
16:55 07-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო 100 დღეში გაიმარჯვებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის “აირჩე ევროპის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა.

დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევანი. ამ რეფერენდუმში საზოგადოება არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენ მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება ჩვენ ამაზე დავთანხმდეთ. აქ საჭიროა, რომ გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა. ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ ის ყველაფერი, რაც იქ წერია. ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ და პარტნიორებს დავუბრუნდეთ და მათ დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენ გზას და ხელახლა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია.

ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა, ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ვართ ძალიან ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს.

“ავირჩიოთ ევროპა” (ახალი მოძრაობის სახელწოდება)  – მე მგონი უკვე ავირჩიეთ ევროპა, თანაც დიდი ხანია. საქართველო თავისის ისტორიის ყველა მონაკვეთზე ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას და ეს არის ევროპული გზა. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, ქართული ღირებულებებია, ამიტომ გვიადვილდება ჩვენ, რომ ევროპისკენ ვიაროთ. დღეს ეს გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომლითაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც “ოცნება” მოიყვანა სათავეში. ყველა ეს კამპანია იყო იმაზე აგებული, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფო აგვეშენებინა. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს ნატოს სამიტზე რაც ხდება, ის განცხადებები რაც გაკეთდა, შეწყვეტილი დახმარება, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე. 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved