• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 შეცდომა, რომელიც კარტოფილის შეწვისას არ უნდა დაუშვა

ალია ავტორი - ალია
19:44 07-05-2024
- ახალი ამბები, გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,160

მარტივი და ყველაზე საყვარელი კერძი – შემწვარი კარტოფილი, ხრაშუნა, ოქროსფრად დაბრაწული, არ უნდა ჩაიშუშოს და არც უნდა დაიწვას, ცხადია.

პირველ რიგში, ხომ იცით, რომ თეთრი კარტოფილი კარგად იხარშება, იგი საუკეთესოა პიურესთვის, სუპებისთვის და ა.შ. ცხადია, მისი შეწვაც შეიძლება, მაგრამ უფრო დიდი შანსია, ჩაგეშალოთ. შესაწვავად, სჯობს არჩევანი შეაჩეროთ ყვითელ ან წითელ კარტოფილზე,

5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ, თუ გვინდა შემწვარი კარტოფილი ხრაშუნა და დაბრაწული გამოვიდეს:

1. დაჭრა:

დაჭრა ბევრნაირად შეიძლება – ჩხირებად, კუბიკებად, ფირფიტებად – მთავარია ნაჭრები თხელი იყოს, რაც უფრო თხელია ნაჭრები, მით სწრაფად შეიწვება. ხოლო სქელ ნაჭრებს შესაწვავად დროც მეტი დასჭირდება და სახამებლის გემოც მეტად ექნება შენარჩუნებული.

2. მომზადება შესაწვავად:

ზედმეტი სახამებლის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია. ასე შემწვარი კარტოფილი უფრო ხრაშუნა გამოვა. დაჭრილი კარტოფილი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ მინიმუმ 30 წუთი, შემდეგ კი შეამშრალეთ. თუ წყალი ან სახამებელი შეყვება, კარტოფილი ჩაიშლება.

3. ტაფის მომზადება:

სანამ ზეთს (თუ სხვა ცხიმს) დავასხამთ, ტაფა უნდა გაცხელდეს. ზეთი კარტოფილს დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს.

4. შეწვა:

იმისათვის, რომ კარტოფილი ხრაშუნა გამოვიდეს, ჯერ უნდა შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე და ხშირად ამოვურიოთ. შემდეგ კი ცეცხლს ჩავუწევთ და ტაფას თავსახურს დავახურავთ და უკვე რაც შეიძლება იშვიათად ვურევთ.

კარტოფილის შესაწვავად ტაფის თავსახური უმჯობესია იყოს გუმბათისებური, რადგან ასე მეტი სივრცე იქმნება ორთქლის ცირკულაციისთვის, ტემპერატურა არ ვარდება და კარტოფილი თანაბრად იწვება.

5. მარილი:
თუ მარილს შეწვამდე დავაყრით, კარტოფილი „წვენს“ გაუშვებს და ხრაშუნა აღარ გამოგვივა. ამიტომ მარილის მოყრა უმჯობესია სანახევროდ შემწვარ ან უკვე შემწვარ კარტოფილზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved