• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TI: ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

ალია ავტორი - ალია
13:54 07-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.

TI განმარტავს, რომ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს.

“საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერს ორგანიზაცია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” განმარტავს რა ინფორმაციას მალავას ანტიკორუფციული ბიურო:

“2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული – 317 და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული – 317 თანამდებობის პირის დეკლარაცია. ამ რაოდენობას დაემატა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციები.

ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო. ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.

ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).

ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე.

ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე) შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა.

ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 – დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო – 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა – 109 (21.8%), გაფრთხილდა – 4 (0.8%), დადებითად დასრულდა – 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

“თუმცა, გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა რომელი თანამდებების პირები შეამოწმა საჯარო სამსახურის ბიურომ, რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების შემთხვევაში კი კერძოდ რა სახის დარღვევა ჰქონდა დეკლარანტს და კანონით გათვალისწინებული რა ზომა გამოიყენა ბიურომ საპასუხოდ (ჯარიმა თუ გაფრთხილება). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფორმაციას საჯარო სამსახურის ბიურო დეკლარაციის მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებიდან, კანონის მოთხოვნის დაცვით, პროაქტიულად და სრულად აქვეყნებდა”, – წერს ორგანიზაცია.

ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, წლის ბოლომდე, ანტიკორუფციულ ბიუროში შესამოწმებელი თანამდებობის პირების სრულმა რაოდენობამ შეადგინა – 220, რომელთაგან 145 პირი შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო 75 – დასაბუთებული განცხადების საფუძველზე – ” განსხვავებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგებისგან, ანტიკორუფციულმა ბიურომ მის მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგების ზოგადი სტატისტიკაც კი არ გაასაჯაროვა. ამის მიზეზად, ბიურო ანგარიშში აღნიშნავს, რომ „ანტიკორუფციულ ბიუროში, დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარეა და შედეგები აისახება 2024 წლის ანგარიშში”.

TI-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს.

იხილეთ განცხადება სრულად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved