• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელმეორედ კლავს გმირ პილოტს…” – რას მოჰყვა თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავის, მოიერიშე სუ–25–ის ჩამოვარდა?

ალია ავტორი - ალია
16:24 07-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,059
საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
საქართველოს ხელისუფლება, ოცნება, როგორ ყველაფერი მოშალეთ ამ ქვეყანაში?
სუ 25-ის ჩამოვარდნაზე, როდესაც ოფიციალურ განცხადებას აკეთებთ, საფრენი აპარატი კი არ უნდა დაწეროთ (ეგ შეიძლება გარე შემფასებელმა ან ჟურნალისტმა თქვას) არამედ საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავი, მოიერიშე სუ 25, და არა თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატი. წესია ასეთი.
მერე სად არის ფბ გვერდზე ოფიციალური განცხადება დეტალებზე? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჟურნალისტებს არ უხსნით, რომ ვერტმფრენი არ ჩამოვარდნილა.
მერე, სად არის ოფიციალურ გვერდზე პილოტის ბიოგრაფია და სამძიმარი?
კიდე უფრო უარესი, რას ქვია სამხედრო პილოტი დაიღუპა, სად არის წოდება? ნებისმიერ სამხედროს აქვს წოდება და მასზე ოფიციალურ განცხადების დროს აუცილებელია წოდების მითითება (ამ შემთხვევაში, როდესაც ამხელა ტრაგედია მოხდა მითუმეტეს).
ოფიციალური განცხადება ვინ მოამზადა, თავდაცვის ძალების ავიაცია და საჰაერო სარდლობა ორი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულია? სარდლობას ცალკე თავისი პილოტები ყავს? პილოტები საავიაციო ქვედანაყოფებში არ მსახურობენ და თანამდებობები არა აქვთ? ძალიან უცნაური განცხადებაა, ძალიან დილეტანტური, ტრაგედიას და მწუხარებას რომ არ ეკადრება ისეთი.
გეგმიური ფრენა გასაგები იქნებოდა, მაგრამ სწავლება არაგეგმიური არსებობს? სწავლებას აქვს სახელი და ამ სწავლებაში თუ ავიაციაც მონაწილეობს მნიშვნელოვანი, დიდი სწავლებაა და ასე ჩუმად რატომ მიმდინარეობს?
რას გვეუბნება ოცნება:
1. გამართულ თვითფრინავის კატასტროფა გამოიწვია პილოტის შეცდომამ.
ნუ, ოცნება, რომ გარეწრების კრებულია, ამას აღარავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა ვისთვის კეთდება ასეთი აბსურდული განცხადება, რომელიც კიდე უფრო ამძიმებს ოცნების პასუხისმგებლობას?
დავიწყოთ იქედან, რომ არ არსებობს მანევრი ან ქმედება, რომელიც გამოიწვევს ჰაერში თვითმფრინავის დაზიანებას. უბრალოდ, ძალიანაც რომ მოინდომოს პილოტმა ასეთ ქმედებას ვერ ჩაიდენს.
მეორეც,
რამდენად გარეწარი უნდა იყოს პოლიტიკური გუნდი, რომ კატასტროფის მიზეზების გამოკვლევამდე, მიზეზების დადგენამდე პირდაპირ ხელი დაადოს დაღუპულ სამხედროს. სირცხვილია უბრალოდ. სულ სხვის ზურგს უკან როგორ უნდა იმალებოდეთ. ოცნება თავისი ეჭვებით ხელმეორედ კლავს გმირ პილოტს.
2. ოცნება აცხადებს, რომ თვითმფრინავი გამართული იყო და ყველა სარეგლამენტო სამუშაოები ჩატარებული.
თუ თვითმფრინავი მწყობრში იყო, დღისით, კარგ ამინდში, მოწინააღმდეგის ზემოქმედების გარეშე არ ჩამოვარდებოდა, ანუ ოცნება ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე ამტკიცებს, რომ არ ჩამოვარდნილა.
მოკლედ, როგორც მთელ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი მოშლილია და შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების დაცვისა და კონტროლის სისტემა, რამაც გამოიწვია დარღვევები საბრძოლო ფრენების უსაფრთხოების რეჟიმში და მიგვიყვანა კატასტროფამდე. დავკარგეთ გამოცდილი სამხედრო პილოტი და მშვიდობიანობის დროს გვაქვს საბრძოლო დანაკარგები საბრძოლო ავიაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved