• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძის საპირწონე გახარია კი არა, სუსის ხელმძღვანელი ხდება”

ალია ავტორი - ალია
17:59 05-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

„ქართულ ოცნებაში“ გავლენებისთვის ბრძოლა ახალ და გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა ძირითადი მოთამაშეები დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იქნებიან.

“კახა კალაძე ცდილობს თეთრი ყვავი იყოს. ის უკვე დიდი ხანია, ცალკე სუბიექტია „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ გახდება თუ არა დამოუკიდებელი – საეჭვოა. რაც შეეხება „ოცნების“ ახალ სახეებს, მათი შერჩევის პროცესში საკმაო გავლენა სუსის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ექნება“ –

ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალი სახეებით გადახალისებას და თვლის, რომ 2016 წლის საგურამოს შემადგენლობის პომპეზური პრეზენტაციის შემდეგ, „ოცნებაში“ აღარც თავისუფალი ადამიანი შემორჩა და არც მეტ-ნაკლებად მოაზროვნე.

მისივე თქმით, მომავალ პოლიტიკური რეალობაში პრემიერი გიორგი გახარია არ ჩანს.

„გიორგი გახარია არც ფიგურაა და არც გუნდური მოთამაშე. შესაბამისად, ის ვერც გუნდს შეკრებს. რასაც ვერ ვიტყოდი კალაძეზე. კალაძეს ამ შემთხვევაში ალბათ ფეხბურთმა უშველა, ამბიციაც მეტი გააჩნია და თუ კანონი არ შეიცვალა და თავისი 22 მაჟორიტარით დარჩა თბილისში, გაცილებით მეტი გავლენა ექნება „ოცნებაში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე. შესაბამისად, იგი ივანიშვილისთვისაც უფრო სახიფათო გახდება.

მოკლედ, ივანიშვილს კვირიკაშვილთან უკვე ჰქონდა „მწარე გამოცდილება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ახალი გუნდის არჩევაში, ლილუაშვილს ექნება ყველაზე დიდი გავლენა.

არც ის არის გამორიცხული, თავადაც გახდეს პოლიტიკური ფიგურა. მითუმეტეს, რომ ლილუაშვილს უკვე აქვს სერიოზული კულუარული გავლენებიც და პოლიტიკური გამოცდილებაც. ანუ, კალაძის საპირწონე ამ შემთხვევაში გახარია კი არა, სუსის ხელმძღვანელი ხდება. თუ რა თქმა უნდა, კახა კალაძემ კიდევ რამე მსგავსი არ „მოუწყო“, რაც ერთხელ უკვე გააკეთა კომპანია „სვეტთან“ მიმართებაში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved