• რეკლამა
  • კონტაქტი
15:11, ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი: “ნიკოლოზ გამყრელიძე ცდილობს გამოიყენოს COVID-19 და მეტი დაფინანსება მიღოს”

ალია ავტორი - ალია
13:57 05-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ეროვნული ბანკი ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა:

“ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციას შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს ერთ-ერთი სატელევიზო ეთერით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ გაკეთებულ არასწორ ფაქტებსა და შეფასებებს.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ასევე, ქვეყნის საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, სისტემური რისკის კონტროლი და პოტენციური რისკების შემცირება.
სწორედ ამ ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელმა და ჯეროვანმა შესრულებამ მოგვცა შესაძლებლობა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდშიც შევინარჩუნოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობა და უზრუნველვყოთ დეპოზიტართა და ინვესტორთა უფლებების სათანადოდ დაცვა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული ბანკი მუდმივ კოორდინაციაშია საფინანსო სექტორთან, ყოველთვის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და, მანდატისა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, მოქმედებს ოპერატიულად.


საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯანდაცვის სექტორის როლი მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულის დასტურია ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წინაშე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით მყისიერად ამოქმედებული დროებითი საზედამხედველო გეგმა. თუმცა, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი, ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს.


პანდემიის დაწყების შემდგომ ბატონი გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კაპიტალის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გარდა ფლობს საქართველოს ბანკის, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, m2-ის და მრავალი სხვა კომპანიის წილებს ბევრ სექტორში (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სასტუმროები, რესტორნები, ენერგეტიკა, და ა.შ.), ცდილობს გამოიყენოს COVID-19 – ის ფაქტორი და, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსება მიღოს.

ეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკისა და მისი დეპოზიტორებისათვის ცალსახად რისკების ზრდას ნიშნავს და, ასევე, ბანკებს შორის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს აჩენს.
ინტერესთა კონფლიქტის მართვისა და მსხვილი რისკების შესახებ მოთხოვნების მიზანია საფინანსო სექტორის მდგრადი, სტაბილური ფუნქციონირება და დეპოზიტორთა უფლებების დაცვა. აღნიშნული მანდატის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საფინანსო სექტორის სტაბილურობაზე, არამედ ჩვენ მიმართ ინვესტორთა ნდობასა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას ეროვნული ბანკი არ დაუშვებს”.

ყველაფერი დაიწყო ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, რომელიც მან “საქმიან დილაში” გააკეთა:


“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ”


“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, რომელიც თავის მხრივ “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს აერთიანებს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან”.
სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა ნიკოლოზ გამყრელიძის მოადგილის მიერ 20 მარტს კობა გვენეტაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელზეც “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ხელმძღვანელის თქმით, სებ-იდან ოფიციალური პასუხი დღემდე არ აქვთ მიღებული.
ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ COVID-19-ის მიერ შექმნილი ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ კომპანიას რესურსების სრული მობილიზება ესაჭიროება, რათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამ გამოწვევას უპასუხოს, ეს კი თავისმხრივ მნიშვნელოვანი ოდენობის ლიკვიდურ რესურსს საჭიროებს, რომელთანაც წვდომა კომპანიას ეროვნული ბანკის რეგულაციის გამო შეზღუდული აქვს.
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” 20 მარტის წერილით ასაბუთებს, რომ “ბიჯეო ჯგუფის” გაყოფიდან უკვე ორი წელი გადის და შესაბამისად, “საქართველოს ბანკისა” და GHG-ის “ურთიერთდაკავშირებულ პირებად კვალიფიცირების არავითარი საფუძველი არ არსებობს.”
ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: 
“ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მიმწოდებლები ქვეყანაში სამედიცინო სერვისების. არამარტო ჰოსპიტალური მიმართულებით, არამედ ფარმაცევტული სერვისებისაც. გამოწვევა საკმაოდ დიდია. გვჭირდება, რომ მარაგები იყოს ქვეყანაში საკმარისი. დღეს ეს მარაგები საკამრისზე მეტია, ისე რომ არც ჰოსპიტალურ და არც ჩვენ საცალო მომხმარებლებს აფთიაქში მისვლისას პრობლემა არ შეექმნება. მნიშვნელოვანია ჰოსპიტლების მომზადება, პირველადი ჯანდაცვის მომზადება, რასაც ვაკეთებთ. ეს საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და რაც მთავარია დიდ ლიკვიდობას მოითხოვს, ანუ აქ ლიკვიდობასთან წვდომა არის აბსოლუტურად კრიტიკული.
სიტუაცია არის ამგვარი, ქვეყანაში ყველაზე დიდ ბანკს, ანუ “თიბისი ბანკს” ჩვენთან მიმართებით ლიმიტი შევსებული აქვს ეროვნული ბანკის რეგულაციით. ეს ლიმიტი შევსებულია იმიტომ, რომ მეორე მსხვილი ბანკი, რომელიც ქვეყანაშია ამ ლიმიტს ვერ აბალანსებს, რაც ეროვნული ბანკის ჩემთვის გაუგებარ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას უკავშირდება. რადგან ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად, ანუ ვითვლებით ურთიერთდაკავშირებულ პირად ყველანაირი კანონიერი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად. წვდომა ლიკვიდურ აქტივებთან გვაქვს შეზღუდული.
ძალიან დიდი თხოვნით, ბატონ კობა გვენეტაძეს 20 მარტს მივწერეთ წერილი, ჩემმა მოადგილემ მოაწერა ხელი წერილს, რადგან მე ამ დროს ინფექციურ ბოქსში ვიყავი და ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს გაეთვალისწინებინა ეს მდგომარეობა. დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს და არ დაგვიძრია ეს საკითხი, სანამ კრიტიკული არ გახდა ვითარება. სანამ საჯაროდ არ მომიწია მიმართვა 5 აპრილს, პასუხი არავინ არ იკადრა. სიმართლე რომ გითხრათ გუშინაც, რაც აღნიშნა სებ-მა პასუხში ისიც არ შეესაბამება სიმართლეს. დიახ, ბატონი პაპუნა ესაუბრა ჩემს მოადგილეს, მაგრამ იქ პასუხი არ გაცემულა, ითქვა რომ რამდენიმე დღეში დაგვიბრუნდებოდნენ. თუმცა არ დაგვბრუნებიან, წერილი გავუგზავნეთო იყო აღნიშნული და ეს წერილი არ მიმიღია. ჩვენამდე არ მოსულა ის, არც ჩვენს ფოსტაშია და არც ელექტრონულ ფოსტაში არ არის. როდესაც მოვა რა თქმა უნდა შევხედავთ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ ვითარებაში მეტი მოქნილობა მართებს, არ არის ახლა ზედმეტი ბიუროკრატიის დრო. სისტემურ მდგრადობას ამ მოწინავე სექტორისას რისკები არ უნდა შევუქმნათ, რაღაც გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერებით.
თუ ეს პრობლემები არ მოგვეხსნა, დიახ არსებობს რისკი, რომ ლიკვიდურობის პრობლემა შეგვექმნას,”- ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.


ნიკოლოზ გამყრელიძე გადაცემა “საქმიან დილაში”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved