• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს თეგეტა მოტორსის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება

ალია ავტორი - ალია
13:53 06-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
690

ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი — თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი.

დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია.

ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უნდა შემოწმდეს საწვავის სისტემის მდგომარეობა, ზამთარში კი ყურადღება მიექცეს აალების სანთლებსა და საწვავის სპეციალური დანამატის რაოდენობას.

აღნიშნული მომსახურების მიღება სწორედ დიზელის სერვისცენტრშია შესაძლებელი, რომელიც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. ის განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისთვის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ისეთი სერვისებით, რომელთა მიღება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, მხოლოდ თეგეტა მოტორსშია შესაძლებელი. ეს სერვისებია: Bosch Piezo მფრქვევანას შეკეთება; სკანიას HP მფრქვევანას რემონტი; სკანიას ძრავის სარქვლების რეგულირება HP და XPI სისტემაზე; Bosch CP ტუმბოსა და Caterpillar-ის მფრქვევანების რემონტი; Bosch VP ტუმბოს შემოწმება სტენდზე; სკანიას ავტომობილებზე ელექტროკოჭებისა და MAN-ის სატვირთო ავტომობილებზე CP3 ტუმბოს შეკეთება.

ჯონი ბარიშვილი, თეგეტა მოტორსის დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: “ჩვენს სერვისცენტრში მომართვიანობა ხშირია უმეტესად დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტის მძღოლების მხრიდან საწვავის მფრქვევანების გაუმართავი მუშაობისა და მაღალი წნევის ტუმბოების დაზიანების შემთხვევაში. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია ეკოლოგიის ფილტრის გაწმენდა-რეგენერაციის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად საჭირო რომელიმე დეტალი ადგილზე არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს ავტონაწილის უცხოეთიდან გამოწერის სერვისსაც ვთავაზობთ.”

თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი საქართველოში Bosch-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სერვისცენტრი სწორედ აღნიშნული ბრენდის ხელსაწყო-დანადგარებითაა აღჭურვილი. ამასთანავე, გასულ წელს Euro 6-ის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ახალი ეკოლოგიური ემისიის დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკას ემსახურება.

Euro 6 დიზელის საწვავი სისტემის ბოლო თაობაა. გამოირჩევა საწვავის ნაკლები მოხმარებით. მასში გაუმჯობესებულია ეკოლოგიის ფილტრები. დამატებული აქვს ავტომატური რეგენერაციის სისტემები, რაც მავნე აირებისა და გამონაბოლქვის სწრაფად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.

ჯონი ბარიშვილი, თეგეტა მოტორსის დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: “განვითარებულმა ქვეყნებმა დიზელისძრავიანი ავტომობილებისთვის ევრო 6 სტანდარტი დანერგეს, რათა საავტომობილო ტრანსპორტმა გარემოზე ნაკლებად მავნე ზემოქმედება მოახდინოს. გამონაკლისი არც საქართველოა. კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ზრუნავს, ავტოპარკი ევრო 6 სტანდარტის დიზელისძრავიანი კომერციული ავტოტრანსპორტით განაახლოს, რომელთა გამართულად მუშაობას თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს.

დიზელისძრავიან ავტომობილებს სჭირდება როგორც რეგლამენტირებული, ისე არაგეგმური სერვისი. ყველა ამ მომსახურებას კი ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომელიც 16-ზე მეტი წელია, გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს. მათ გავლილი აქვთ არაერთი საკვალიფიკაციო ტრენინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.”

დიზელის სერვისცენტრი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაფართოებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved