• რეკლამა
  • კონტაქტი
01:51, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ უნდა მოთხოვო მკაცრად, როდესაც შენ კორუფციულად ფული გაქვს აღებული?!” – გახარია თბილისის ნაწილის უწყლოდ დატოვებაზე

ალია ავტორი - ალია
18:06 06-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,051

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის მოქალაქეთა დიდი ნაწილის უწყლოდ და გრაფიკით წყლის მიწოდებაზე საუბრისას, ხელისუფლების უნიათობაზე, კორუფციაზე საუბრობს და ამბობს:

ხელისუფლების არაეფექტურობა და უნიათობა, რა თქმა უნდა, აისახება არა მხოლოდ მათი ამომრჩევლის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ მათდამი დამოკიდებულებაზე. ყველაფერი ძალიან ბანალურად არის, ეს არის არაეფექტური მმართველობა და უბრალოდ ჩამოშლილი სისტემა, რომელსაც არ შეუძლია შესაბამისი სწრაფი და ეფექტური პასუხი გასცეს მსგავს ტექნოგენურ გამოწვევებს.

ასეთი ტექნოგენური გამოწვევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ მთავარია სისტემა და ადმინისტრაციული სისტემა და ხელისუფლება როგორ მზად ხვდება, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინონ ისე, რომ მინიმალური ზიანი მიაყენონ მოქალაქეებს. ეს სისტემა და ხელისუფლება
ახლა იმაზე ფიქრობს, რომ მოპარული ფული სად გადამალონ, რომ არჩევნების მერე უკან არ მოატანინონ და სადმე გაიპარონ, ვიზების შეზღუდვის გამო, კიდევ უფრო მეტი პანიკა ექნებათ. არ ცალიათ. ჯერ ერთი, უნიათოები და უსუსურები არიან, ვერც გააკეთებენ, ან, როგორ უნდა მოთხოვონ მკაცრად ქვეკონტრაქტორს, როდესაც ამ ქვეკონტრაქტორისგან უკვე შენ კორუფციულად ფული გაქვს აღებული?! ის ხომ არაფერს გაგიკეთებს? აქეთ დაგაბრალებს ყველაფერს. მსგავსი სისტემა ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური. სიმართლე თუ გინდათ, გაყალბებას აპირებენ, არ აპირებენ…, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვერაფერს გააყალბებენ.

მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: რაც უფრო ადრე გაიაზრებენ ამას და რაც უფრო ადრე
მიხვდებიან, რომ არჩევნები არის მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალი, ის ჩაატარონ თავისუფალ გარემოში და ამით თავი გადაირჩინონ. ისინი მართლა თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. მართლა რაც მოპარული აქვთ, ახლა ფიქრობენ, როგორ გადამალონ, სად გადამალონ, უცხოეთში როგორ გადამალონ, იქნებ, როგორმე სანქციებს თავი აარიდონ. გასაგებია, რომ ამით ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება ზიანდება.

ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მაგალითი, რომელსაც ვერც წარმოუდგენია, რა სახის გამოწვევები ელოდება ჯერ კიდევ წინ და მსგავს ავარიებს და ტექნოგენურ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ისინი ვეღარ უპასუხებენ. ამას სჭირდება შეკრული ეფექტური გუნდი. სად არის ასეთი
შეკრული ეფექტური გუნდი? ესენი ხან ერთმანეთს თავს ესხმიან, ერთმანეთს ლანძღავენ, შემდეგ უცხოელებს ლანძღავენ და ათას ხათაბალაში არიან გახვეულები.

სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი უნდა მოვითმინოთ და შემდგომ, ყველამ ერთად, ეს ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური მმართველობის გზაზე ისე, რომ მსგავსი უბედურება ჩვენს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved