• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, შაბათი, 23 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქარხანასთან 400-მდე რუსი სამხედროა ჩარჩენილი – ნაწილი უკვე დანებდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:11 06-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,605

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

– მეორე თვეა რაც რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ ხარკოვის/ხარკივის ოლქში სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკის აღებას. მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს. ვოვჩანსკი საზღვრიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. მისი ჩრდილოეთ ნაწილის გარკვეული უბნების დაკავება რუსეთმა პირველივე დღეებში შეძლო, მაგრამ შემდგომი წინსვლა შენელებულია. ახლა კი საინტერესო მდგომარეობაა ქალაქის აგრეგატის ქარხანასთან, რომელშიც რუსებმა რამდენიმე დღის წინ შეაღწიეს, მაგრამ შემდგომ, უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ალყაში აღმოჩნდნენ მოქცეულები. რუსები ცდილობენ ქარხანასთან ხელახალ მიახლოებას, მაგრამ უშედეგოდ. უკრაინელები კი ქარხნის ტერიტორიას აქტიურად ბომბავენ.

ტერიტორიაზე 400-მდე რუსი სამხედროა ჩარჩენილი. მათგან მცირე ნაწილი უკვე დანებდა, მაგრამ ძირითადი დანაყოფის ბედი ჯერჯერობით უცნობია. თუკი უკრაინელებმა ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი რუსების ტყვედ აყვანა შეძლეს ეს მნიშვნელოვანი დემორალიზება იქნება რუსეთისათვის.

ხარკოვის ოლქის მიმართულებით 50 ათასი სამხედროსაგან შემდგარმა რუსეთის მოიერიშე არმიამ რეალური მიზნის მიღწევა ვერ შეძლო: ვერც ხარკოვის ოლქის დაკავება შეძლო და ვერც დონბასიდან უკრაინული ძალების მასობრივი გადმოსროლა ამ მიმართულებაზე. რუსების რიგებში მსხვერპლი დიდია.

უკრაინელების მთავარი თავდაცვის ზღუდე მდინარე ვოვჩაზე მდებარეობს, ანუ ქალაქის სამხრეთ ნაწილის საზღვარზე, მაგრამ ქალაქ ვოვჩანსკში რუსებმა ჯერ იქამდე მიღწევაც ვერ შეძლეს.

– უკრაინული დრონები რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ყოველდღიურად ბომბავენ. ბოლო კვირაა ყოველდღიურად 100-ზე მეტი დრონის შეღწევა ფიქსირდება რუსეთის ტერიტორიაზე. იბომბება სამხედრო აეროპორტები და აეროდრომებიც. რუსეთის დიდი ტერიტორია რუსეთის პრობლემად იქცა – მისი ფართობიდან გამომდინარე ყველა საჰაერო გზის დაცვა ძალიან უჭირთ. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რუსები იმასაც ჩივიან რომ უკრაინელები შეიძლება დრონებს რუსეთის ტერიტორიიდანვე აფრენენო.

– დონეცკის ოლქში რუსების შეტევა ავდიივაკას დასავლეთით გრძელდება. ავდიივკას აღებიდან ოთხი თვის შემდეგ რუსებმა მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ, მცირე სოფლების ხარჯზე. ზოგადად ამ ტერიტორიის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ავდიივკადან მირჰოროდამდე ანუ 35 კილომეტრი, დიდი დასახლება არაა, გარემო კი სტეპურია. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ახერხებენ რუსეთის შეტევის მაქსიმალურ შენელებას და ტექნიკისათვის დიდი დარტყმის მიყენებას.

– შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. სამიტზე უკრაინისათვის არამხოლოდ ფინანსური, არამედ სამხედრო დახმარების გაზრდა იქნა დაანონსებული. განსხვავება ისაა, რომ თუკი აქამდე შედარებით რბილი იყო ტონი ახლა უკრაინის საბოლოო გამარჯვებაზე დაიწყო ხაზგასმა. ტონის ცვლილება ორი რამის გამო მოხდა: 1. რუსეთის მხრიდან მუქარები ესკალაციის შესახებ ცხადია სიცარიელე აღმოჩნდა. კრემლის მიერ დადგენილი ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა – ყირიმის დაბომბვა იქნებოდა ეს, ხიდის აფეთქება, რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენება თუ სხვა – ხოლო კრემლის მხრიდან საპასუხოდ ვერავითარი ესკალაცია ვერ შედგა. ეს იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია: რუსეთს მხოლოდ ძალის ეშინია. 2. კრემლი თავხედურად არანაირ კომპრომისზე არ თანხმდება. პირიქით, ღიად ამბობს პუტინი ოთხი ანექსირებული რეგიონი რომელიც მაქვს – ლუგანსკი, დონეცკი, ზაპორიჟია და ხერსონი – დამითმეთ და მერე მოვილაპარაკოთო. ყველას ესმის, რომ პუტინს ბევრს ვერაფერს გააგებინებენ, ამიტომაა რომ უკრაინის დახმარება კიდევ უფრო აქტიურად გრძელდება. ყველაფერს ემატება ისიც, რომ რუსეთის გაყინული ანგარიშებიდან ფულის გადაცემა ხდება უკრაინისათვის.

– აშშ-ს მხრიდან ასობით რუსი ახალი ფიზიკური თუ იურიდიული პირის დასანქცირების შემდეგ რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო გაუჭირდება. ახლანდელი სანქციები არამხოლოდ იმ ძალებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში მოქმედებენ, არამედ მათაც, რომლებიც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან. დასავლეთის სანქციების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტექნიკის სფეროა. ჩიპებისა და დასავლური ნაწილების მეშვეობით რუსეთი საკუთარ ფრთოსან რაკეტებს აწყობდა. ეს ნაწილები კი სხვადასხვა გზით ხვდებოდა რუსეთში. ახლა სწორედ ამის შეზღუდვის მცდელობაა ამერიკული სანქციები. და რაც მთავარია, დოლარის დეფიციტი ისეთია რუსეთში, რომ ვაჭრობა და ბაზრის გარეთ მოპოვება ძალიან ჭირს. რეალურად, ეს სანქციები მიმართულია რუსეთის სამხედრო ეკონომიკისათვის დარტყმის მისაყენებლად და ეს უშუალოდ აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაშიც წერია.

– რუსეთის სამხედრო-პოლიციური ძალები მთლიანად ორიენტირებულნი არიან უკრაინასთან ომზე. ამიტომ იყო, რომ მარტში რუსებს ერთხელ უკვე გაეპარათ ტერორისტული აქტი, ახლა კი როსტოვში იგივე ისლამური სახელმწიფოს წევრები წინასწარი დაკავების განყოფილებაში შევიდნენ, საკუთარი დროშები აფრიალეს და პოლიციელები აიყვანეს მძევლად. ამბავი მიმდინარეა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიდა უსაფრთხოება კი არ ადარდებს, არამედ პოლიტიკური კონტროლი და სხვა ქვეყნების დაპყრობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved