• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მოსკოვის სავალუტო ბირჟა დაასანქცირეს. რას ნიშნავს ეს? ქართულ მაგალითზე ავხსნათ” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:34 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,686

პარლამენტარი რომან გოცირიძე მოსკოვის საფონდო ბირჟის დასანქცირებას ასე ეხმაურება:

,,მოსკოვის სავალუტო ბირჟა დაასანქცირეს. რას ნიშნავს ეს?

ქართულ მაგალითზე ავხსნათ, რომელიც უფრო მარტივი გასაგებია, რადგან მასშტაბი და ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე რუსეთში.

წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ ბანკებს და ეროვნულ ბანკს აეკრძალათ დოლარით და ევროთი ვაჭრობა. ეს დღეს ხდება ელექტრონული ფორმით, რომელსაც უზრუნველყოფს ბლუმბერგის ძალიან მოსახერხებელი პლატფორმა. ბანკები ( ხანდახან ეროვნული ბანკიც) ყიდიან და ყიდულობენ ლარს და დოლარს ამ ბირჟაზე. გარდა ამ ფორმით ვაჭრობისა, ბანკები ბირჟის გარეშეც ეწევიან ყიდვა-გაყიდვას ერთმანეთში. საბოლოო ჯამში ეს ვალუტა ბანკის კლიენტებს ( ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მიეყიდება. არსებობს კიდევ ერთი “მინიბირჟა”, ანუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსი დგება სწორედ ბანკთაშორის სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული გარიგებებიდან.

ვთქვათ, აიკრძალა ამ პლატფორმაზე ვაჭრობა, რა ხდება შემდეგ? ბანკები ბირჟის გარეშე იწყებენ ფულის ძებნას, ზოგს ლარი სჭირდება, ზოგს დოლარი. იწყებენ ერთმანეთთან რეკვას. დღის ბოლოს ასეთი “კუსტარული” გარიგებების შედეგის მიხედვით დგება ლარის გაცვლის კურსი. ასე იყო 90-იან წლებში. იმ პერიოდში ასევე არსებობდა ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, სადაც თუ არ ვცდები, ერთი თუ ორი საათის განმავლობაში შეიძლებოდა ვალუტით ვაჭრობა და ამის საფუძველზე დგებოდა ლარის კურსი. ეს ბირჟა უკვე წინგადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ თავისი მოქნილობით ახლოსაც ვერ მივა ბლუმბერგის პლატფორმასთან.

რუსეთში დღეიდან ფაქტობრივად გუქმდა ცენტრალიზებული ბირჟა და ანგარიშსწორების სისტემა. ამ ბირჟაზე სამასზე მეტი ბანკი და ასეულობით დიდი კომპანია ვაჭრობდა ყოველდღიურად. ახლა იძულებული გახდებიან ეძებონ ალტერნატიული, შემოვლითი გზები. ეს, როგორც იტყვიან, ცხოვრებას გაუმწარებს მათ-ხარჯებსაც გაუძვირებს, რეალურ, საბაზრო კურსისგანაც აცდებიან, რუსული რუბლის რყევები გახშირდება, ხოლო ოფიციალური გაცვლის კურსის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სუბიექტური ფაქტორი, ანუ ხელისუფლება.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის შევიწროება დასავლეთის მიერ. ერთბაშად ყველა სანქციას ვერ შემოიღებ. ვინც ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, სინამდვილეში შეფარულ ანტიდასავლური პროპაგანდას ეწევა.

ამის საპასუხოდ ასე უნდა დავსვათ კითხვა: ეს სანქციები რომ არ იყოს, სად იქნებოდა ახლა რუსეთი? ალბათ კიევთან და კიდევ უფრო შორს.

სანქციები არაა პანაცეა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებს.“

თეგები: რომან გოცორიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved