• რეკლამა
  • კონტაქტი
05:00, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მოვიქცეთ, როცა კომენდანტის საათამდე 40 წუთით ადრე წყალი წყდება?

ალია ავტორი - ალია
01:31 05-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ონლაინგამოცემა “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

“დაახლოებით 20:20 საათზე წყალი წავიდა.

ყოველ შემთხვევაში მე ამ დროს გავიგე, რადგან მომწყურდა. ჭიქა მოვიმარჯვე და სამზარეულოს ონკანს მივადექი. ჰოდა, თქვენც არ მომიკვდეთ.

დავუბრუნდი დისლოკაციის ადგილს, ანუ დივანს და ფეხდაფეხ მომყვა GWP-ის შეტყობინება – რაღაც სათავო ნაგებობაზე რაღაც დაზიანებაა, რის გამოც არ მოგეწოდებათ წყალი, სავარაუდო აღდგენის დრო – 09:00. ბოდიში დისკომფორტისთვის და ა.შ.

აი, სწორედ მაგ დროს შევხედე საათს და გიჟივით წამოვხტი.

20:22.

ყველაფერი კარგად იქნება ვუთხარი მტკიცედ ჩემს თავს და ჩაჯვად წოდებულ პირბადეს ვეცი. ახლა 20:22-ია, კომენდანტის საათი 21:00-ზე იწყება. „ნიკორა“ ჩემი კორპუსიდან ასე 100 მეტრში მდებარეობს, აუცილებლად მოვასწრებ წყლის ყიდვას, რათა ამ ღამით მწყურვალი არ მოვკვდე. თან უკვე მწყურია. ფაცხაფუცხით ამოვიცვი ფეხსაცმელები და გავიქეცი.

კომენდანტის წინა წუთები გინახავთ? მე – კი, აპოკალიპტურ ფილმებში. აი, ვულკანი რომ უნდა ამოიფრქვას და მთის ძირში მდებარე ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს:

მანქანები გამაყრუებელი სიგნალებით და საბურავების ღრჭიალით დაჰქრიან, იმ ორი-სამი წუთის განმავლობაში, რასაც ნიკორამდე მირბენას მოვუნდი, ორი სახიფათო მანევრი ვიხილე. დარწმუნებული ვარ, ვინმემ საათების მიხედვით რომ ამოიღოს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა, ნახავს რომ კომენდანტის დაწყებამდე პროცენტი მკვეთრადაა გაზრდილი. ჩქარობენ. 3 000 ლარის გადახდა, ეკონომიკური კოლაფსის ჟამს არავის უნდა.

ადამიანები აჩქარებული ნაბიჯებით, ანდაც ძუნძულით გადაადგილდებიან. ალიაქოთით დაფეთებული ქუჩის ძაღლები წკმუტუნებენ. უზარმაზარი შავი ჯიპი ნელა მიგორავს, არ ეჩქარება, ალბათ საშვი აქვს. ან მღვდელია. ან მგალობელი, რა ვიცი.

პირდაპირ ცხვირწინ მომიკეტა კარი ნიკორას აქოშინებულმა თანამშრომლემა – ადრე ვკეტავთ, სახლებამდე რომ მივასწროთო მომაძახა და გაიქცა. მასაც არ სურდა ჯარიმა.

მეც გამოვიქეცი. გზის მეორე მხარეს აფთიაქს ვკიდე თვალი და გამახსენდა, რომ ზოგჯერ აფთიაქებში მინერალურ წყლებსაც ყიდიან. ეგებ ჯერ ღიაა – გავიფიქრე. ზებრამდე ვეღარ ჩავირბენდი, ამიტომ სიგნალების კივილის და მუხრუჭების წივილის ფონზე ორი საწინააღმდეგო მოძრაობის ფართო ქუჩა გადავირბინე, აფთიაქის კარს ვეცი და შევვარდი. წყალი – ვთქვი მე.

დაგაგვიანდა – დანანებით ჩაილაპარაკმა სავარაუდოდ ლამაზმა გოგონამ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ პირბადე ეკეთა – წყალი წავიდაო და უცბად გაზიდეს – დაამატა.

სავარაუდოდ ლამაზ გოგონას ნახვამდისაც ვერ ვუთხარი, გამოვვარდი. გზების გამყოფ მწვანე ზოლზე დავბანაკდი და გარემოს დაზვერვა დავიწყე, ეგებ შავ ბაზარზე მეშოვა წყალი? ვთქვათ, ბოთლი 20 ლარად.

რამდენიმე წუთში 21:00-ც გახდებოდა,.მერე უცებ გამახსენდა რომ რაღაც წყეული საშვი მაქვს, როგორც ჟურნალისტს. მეთქი რატომ ვჩქარობ. მაგრამ მერე ისევ გამახსენდა რომ ირგვლივ ყველაფერი დაიკეტა და ჩემს საშვს რა თავში ვიხლი. ერთადერთი, შემეძლო გული არ ამომეგდო და ისე დავბრუნებულიყავი სახლში.

ახლა სახლში ვარ. აივანზე. გავყურებ ჩაწყნარებულ ქუჩას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ევაკუაციის რეჟიმში ბობოქრობდა.

ნეტავ როგორია ასე 12 საათიანი წყურვილი?

ამას წინათ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს ვუსმენდი: კომენდანტის საათიო, ეპიდემიოლოგიურ სურათს დრამატულად ცვლისო. მოგეხსენებათო, ქართველები ისეთი და ასეთი ხალხი ვართო, ქეიფი და დროსტარება გვიყვარსო, ჰოდა ამ კომენდანტის საათის დროსო, აღარ ქეიფობენო და ესო ეპიდემიოლოგიურ სურათსო… ნუ როგორც არის.

არ ვიცი ამ შიმშილის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში ქეიფები რა ეპიდემიოლოგიურ სურათს ცვლის, მაგრამ ქალბატონო ნათია, ახლა ნამდვილად არ მექეიფება.

აღარც ის მადარდებს რომ ჯანმოს რეკომენდაციას ვერ ვასრულებ და ხელებს ვერ ვიბან.

უბრალოდ, მწყურია.”

კომენტარებში, ზურა წერს, რომ მაინც იპოვა გამოსავალი და წყალი ღვინით ჩაანაცვლა…

ესეც პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა კომენდანტის საათის დრო წყალი შეწყდება… არსად გავრბივართ, აზრი არა აქვს, ვიღებთ ჭიქას და ვეძებთ ღვინოს…

და როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა წყალიც გვაქვს, ღვინოც და ღვინის დასალევი მიზეზი გვჭირდება? – მივდივართ წყლის გამომრთველთან, ვთიშავთ წყალს, ვიღებთ ჭიქას, ვისხამთ ღვინოს და გვწყურია, ვაი, როგორ გვწყურია…

აი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა კომენდანტის საათის დროს წყალი შეწყდება და არც ღვინო გვაქვს – ეგ სხვა მასალის თემაა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved