• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის სკანდალური პასუხი კობიაშვილის ადვოკატს – (ფოტოები)

ალია ავტორი - ალია
00:46 05-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
910

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, სოციალური ქსელითვე პასუხობს ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატ, ტარიელ კაკაბაძეს:

“გუდაურის საქმეზე სიმართლე!!

ინციდენტი იწყება მაშინ როდესაც სასტიკად უსწორდება ბრალდებული 19 წლის ახალგაზრდას, მასზე ბევრად მცირე ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანს. გაჰყავს მშენებლობაზე და სასტიკად სცემს აგინებს და ჩაგრავს. ურტყავს თავის და სახის მიდამოებში, როდესაც აღნიშნული პიროვნება ითიშება, წამების მეთოდით აფხიზლებს ფეხს აჭერს თითებზე რომ გამოაფხიზლოს და ასევე სასტიკი ტკვილი მიაყენოს. დაცვის მხარე ცდილობს ბრალდებული შერაცხოს გმირად… გმირები 19 წლის ახალგაზრდას სასტიკად არ სცემენ, არ აფურთხებენ მას და გათიშვამდე არ მიჰყავთ.
რათქმაუნდა ბრალდებულის დაცვის მხარე ამ ყოველივეს არ ასაჯაროვებს.

“ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა გაქვს საშუალება იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ” იმ სტატუსიდან მხოლოდ ამას ვიზიარებ, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესდღეობით, ეს სიტყვები გათელილია და აზრს კარგავს.

სამწუხაროა, როცა ადვოკატი ეთიკას ცდება და სახეს კარგავს. სავსებით გასაგებია, რონ ჩემი ამ საქმეში ჩართვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო თქვენთვის, რადგან დალაგებული, გადაკერილი, დამახინჯებული საქმე ერთ ღამეში სააშკარაოზე გამოვიტანე. საქმე, რომელსაც 3 თვე კერავდით!

თქვენ, „სამართლის მოყვარულ ადამიანს“, არასოდეს გაგივრცელებიათ თუნდაც ერთი კადრი, იმის შესახებ, თუ გარდაცვლილი ახალგაზრდა როგორ ცდილობს ბრალდებულის გარიდებას და კონფლიქტის დეესკალაციას!

თქვენ, „სამართლის მოყვარულ ადამიანს“, არასდროს გაგივრცელებიათ, თუ როგორ გამოიყვანა მან ბარიდან 19 წლის ბიჭი და გონების დაკარგვამდე სცემა. არ გითქვამთ, რომ ფრჩხილების დაძრობით და უმოწყალო წამებით ცდილობდა გათიშულის გონზე მოყვანას, რათა კვლავ ეცადა თავისი შინაგანი დემონის დაკმაყოფილება !!!

თქვენ, „სიმართლის მოყვარულ ადამიანს“, არასოდეს გიხსენებიათ, რომ კონფლიქტში არამონაწილე პირს მუცლის არეში დამიზნებით ესვრის ტყვიას, რომელიც არათუ შეეხო მერაბ კობიაშვილს, არამედ საერთოდ არ მონაწილეობდა აღნიშნულ კონფლიქტში.

როდესაც ოჯახს ღირსება შეულახეს და ფორსირებულ შეტევას „პროფესიონალი ადვოკატები“ ახორციელებდნენ, ცალმხრივი დამახინჯებული მტკიცებულებებით და ისედაც ამ საშინელი ტრაგედიით დამძიმებული ოჯახი აღმოჩნდა მარტო თქვენს წინაშე ყოველგვარი დახმარების გარეშე , და მათი დამცველი საჯარო სივრცეში არც პროკურატურა აღმოჩნდა. როდესაც მე დამიკავშირდნენ და დახმარება მთხოვეს. თაზოს დედამ მითხრა, რომ მას შვილი მეორედ მოუკლეს!

თამაზ გორთამაშვილი

მე არ შემეძლო, ამ სამარცხვინო სტატუსის შემდეგ, კომენტარი არ გამეკეთებინა. შევეცდები სტატუსში აღწერილ არასწორ ფაქტებზე და რეალობაზე კვლავ გავაკეთო კომენტარი.

სამწუხაროა, როდესაც „პროფესიონალი ადვოკატი“ თავის თავს უფლებას აძლევს სიტყვა “ლაჩრობა” ახსენოს სხვისი მიმართულებით, როდესაც ცოტა ხნით ადრე მისი დაცვის ქვეშ მყოფი უმოწყალოდ, არაადამიანურად უსწორდება ზემოთ ხსენებულ 19 წლის ბიჭს.

გაუგონარია, როდესაც ადვოკატი კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ახსენებს ათ ადამიანს და ცდილობს, „სამართლის მოყვარული ადამიანის“ იმიჯის მორგებას.

სამწუხაროა, როდესაც „პროფესიონალი ადვოკატი“ ცდილობს მკვლელობის გამართლებას და ხუთი გასროლილი ტყვიიდან ახსენებს მხოლოდ ფეხში მოხვედრილ ტყვიას და არ ახსენებს იმ დანარჩენ ოთხ ტყვიას, როდესაც მერაბ კობიაშვილი თავისი ინიციატივით უპირისპირდება მხოლოდ ორ ადამიანს, აქედან ერთს კლავს და მეორეს სასიკდილოდ წირავს, რომელსაც არც ერთ კონფლიქტში არ მიუღია მონაწილეობა.

აღმაშფოთებელია, როდესაც დგინდება პოსტ ფაქტუმ ექსპერტიზით, რომ მერაბ კობიაშვილი კვლავ ცდილობდა მეექვსედ გასროლას, რომ არა იარაღში გაჭედილი მეხუთე გილზა.

მე გავოგნდი, როდესაც საჯაროდ ადვოკატი ამბობს, დასრულებული კონფლიქტის შემდგომ ,რომ …
ვციტირებ: “დავბრუნდებოდი და შურისძიების მიზნით ყველას თავში დავახლიდი ტყიას“. ეს არამხოლოდ ადვოკატის ეთიკის უხეში დარღვევა, არამედ საჯაროდ მკვლელობის უღირსი წახალისებაა.

ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვერავინ და ვერასოდეს დამაკავშირებს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურასთან. ამდენი უღირსი საქციელის და ოჯახის შეურაწყოფის შემდეგ, როდესაც ფაქტებს სინათლე მოეფინა, უნიჭოდ ცდილობ სამართლებრივი დისკუსია ახლა უკვე პოლიტიკის ბინძურ ჭაობში გადაუშვა.

კოლეგავ, სახეს ნუ დაკარგავ!”

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი – ლაშა ტყეშელაძე

შეგახსენებთ, დღეს, მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ორი განცხადება გააკეთა:

„ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ.”

და მეორე:

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები- დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აჩვენებს იმ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ასახავს გარდაცვლილისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენების მომენტს.”

თეგები: ლაშა ტყეშელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved