• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ დავხოცავთ საკუთარ ხალხს – ნუ გავიმეორებთ სხვის სიშტერეებს – ამერიკაში ორი ბავშვი დაიღუპა”

ალია ავტორი - ალია
19:21 05-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს:

“სიფრთხილე, სიფრთხილე, სიფრთხილე

კოვიდ19-ის ეპიდემია ჯერ კიდევ დამარცხებული არ არის. პირიქით, ის უფრო და უფრო მწვავდება. ახალი შემთხვევები დაფიქსირებულია სამხრეთ კორეაში და ჩინეთშიც, სადაც უკვე მეორე ტალღა დაიწყო კორონავირუსის ინფექციის. რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და უკვე მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს ამერიკის და ესპანეთის შემდეგ.

დიდმა ბრიტანეთმა დაღუპულების რაოდენობით იტალიას გადაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილზე გადავიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 80 ათასზე მეტი გარდაცვლილია – ავადმყოფობა უკან არ იხევს. ამდენი ადამიანი ამერიკას ვიეტნამის ომში არ დაუკარგავს 10 წელიწადზე მეტის განმავლობაში და არც კორეის ომში. მეორე ტალღის ეშინიათ საფრანგეთშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც და ახალ ზელანდიაშიც კი.

ტონი ფაიჩი კარანტინშია – მსოფლიოს მთავარი ინფექციონისტი. პრეზდენტ ტრამპის ერთ მცველს, ერთ ასისტენტს და თანამშრომელს დაუდგინდათ კორონავირუსი. ჩვენთან ეს უტვინო პოლიტიკოსები რომ დახტიან და “ეკონომიკა გავხსნათო” რომ გაიძახიან და “საბაზრო ეკონომიკას” ადიდებენ – ეს ნეოლიბერალების იდიოტი ჯგრო – მათ ავიწყდებათ რომ სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ადამიანის სიცოცხლის დაცვაა. და მათ აგრეთვე ავიწყდებათ რომ ბორდელების და კაზინოების გახსნას ყველა უცხოელი ტურისტისთვის, რომელიც ბოლო 20 წლის ხელისუფლებებისთვის მთავარი შემოსავლის წყარო იყო – დიდ საშიშროებას მოიტანს ისეთი მეორე ტალღისას, რომლის პრევენცია შეუძლებელიც იქნება.

ამიტომ, ხელისუფლებას შევახსენებ – არა როგორც მტრს პოზიციიდან – არამედ როგორც მისი წარმატების, და მაშასადამე ყველა ჩვენგანის გადარჩენის სურვილის პოზიციებიდან – რომ არსებობს ეკონომიკის სხვა მოდელებიც – არა ნეოლიბერალური, და არა პროსტიტუციის და “ყველაფრის გაყიდვა, გაქირავების” მოდელებიც. ეს არის ადგილობრივი, მდგრადი ეკონომიკის წახალისება და ინვესტიციების იქით მიმართვა.

ეკონომიკის გამოცოცხლება შეიძლება მასიუირ თავშეყრებისა და ინფექციის კერების გამრავლების გარეშეც. ამის ბევრი გზა არსებობს და გამოცდილებაც და გამოცდილი ხალხიც არის, ვინც იცნობს ამ ინოვაციურ მიდგომებს. ამერიკაში უკვე 2 ბავშვიც დაიღუპა კორონავირუსის ახალი მუტაციის შედეგებით. ტონი ფაუჩი ამბობს შემოდგომაზე მეორე ტალღა აუცილებლად იქნებაო! და ახლა უკვე თუ უაზროდ გავხსნით ეკონომიკას – ზაფხულშიც იქნებაო – სიცხე არც ისე შველის ამ ვირუსსო. სამხრეთ კორეაში თუ მიბრუნდა ვირუსი ამ კაი ამინდებში – მაშ ყველგან მიბრუნდება. ნუ დავხოცავთ საკუთარ ხალხს – ნუ გავიმეორებთ სხვის სიშტერეებსაც – დავესესხოთ ჭკვიან ხალხს – და ჩვენ თვითონაც ვიყოთ ჭკვიანები – მაშინ, როდესაც ასეთი კარგი ექიმები გვყავს!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved