• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

32 ადგილი თბილისში, სადაც სტიქიის მაღალი რისკია – 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

ალია ავტორი - ალია
16:39 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,190
2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა.

დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

ბიულეტენში პროგნოზირებულია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება 2024 წლისათვის.

აქტიური, ან პერიოდულად აქტიური მაღალი რისკის ზონები თბილისში:

  1. ვაკე, ტიციან ტაბიძის #24 – კლდეზვავის და მეწყრის მაღალი რისკი;
  2. ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირო. რკინიგზის დერეფანი – ქვათაცვენა/კლდეზვავი. აქტიური საშიშროების რისკი მაღალი;
  3. ნაძალადევი გოგაშენის ქუჩა – მეწყერის მაღალი რისკი;
  4. ვაკე, წყნეთის გზატკეცილის სატყეოს ტერიტორია – მეწყერის განვითარების მაღალი რისკი;
  5. ფონიჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია – ქვათაცვენა/კლდეზვავის მაღალი რისკი;
  6. კვესეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა (4 მონაკვეთზე) – მეწყერის მაღალი რისკი;
  7. მთაწმინდა, მარო მაყაშვილის აღმართი – ქვათაცვენა/კლდეზვავი მაღალი რისკი;
  8. მთაწმინდა, კაკაბაძის #27 – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  9. ავჭალა, ლიბანის ქუჩა – მეწყერის მაღალი რისკი;
  10. ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა – მეწყერის მაღალი რისკი;
  11. ბაგები, ზანდუკელის ქუჩა – მეწყერის მაღალი რისკი;
  12. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  13. გლდანი, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ – მეწყერის მაღალი რისკი;
  14. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელი გზა – მეწყერის მაღალი რისკი;
  15. ვაშლიჯვარი, არზაყან ემხუარის ქუჩა (ყვავების გორა) – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  16. ახალდაბის “დიდი” მეწყერი – მეწყერის მაღალი რისკი;
  17. მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (ახალი გზა) – მეწყერის მაღალი რისკი;
  18. ვერეს აუზი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  19. ვარაზის ხევი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  20. დაბა წყნეთი, მდ.ბაგებისხევი – მეწყერის და ღვარცოფის მაღალი რისკი;
  21. გლდანი, მშენებარე რკინიგზის დერეფანი – მეწყერის მაღალი რისკი;
  22. გლდანის ხევი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  23. ლეღვთა ხევი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  24. კრწანისის ხევი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  25. ხევძმარი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  26. ქოშიგორას დასახლება – მეწყერის მაღალი რისკი;
  27. ახალდაბის ხევი – ღვარცოფის მაღალი რისკი;
  28. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  29. ვაკე, მარუხის გმირების ქუჩა – მეწყერის მაღალი რისკი;
  30. თამარ მეფის და ვახუშტი ბაგრატიონის მიმდებარე უბანი – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  31. ფონიჭალის გზატკეცილი – ქვათაცვენის მაღალი რისკი;
  32. აღმაშენებლის ხეივანი – ქვათაცვენის მაღალი რისკი;

ასევე, დედაქალაქში 13 საშუალო რისკის მქონე აქტიური, ან პერიოდულად აქტიური ზონაა.

ყველა აღნიშნულ ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს პერიოდული გეომონიტორინგის წარმოების, დამცავი მესერის მოწყობის, გზის ვაკისის გაფართოების, კაპიტალური ფერდობდამცავი კედლის აგებისა და სხვა და სხვა სახით.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved