• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილისგან განსხვავებით, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის” – რა არ იცის ივანიშვილმა?

ალია ავტორი - ალია
15:53 05-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, წერს:

“ბევრის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:

1. დარწმუნებულია ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვარებით იმაზე მეტს რაც უკვე თქვეს. აქვე ვურთავ აშშ საელჩოს 14 აპრილის განცხადებას ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია ამაზე მეტი თუ გვითხრეს მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო უნდა მიაყოლონ.

2. და თუ იმაზე მეტი თქვეს რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი როგორც ჩანს არ აქვს Archil Talakvadze -ს.

3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ეხლა თუ ვერ იტყვიან ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.

4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება. ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, და სინამდვილეში კი მორიგ ჯერზე იწირება ქვეყნის რეპუტაცია. და შემდეგ სერიაში რა ხდება?

5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხედობა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

მთავარი განსხვავებაც აქ არის- სააკაშვილმა იცოდე, რომ არჩევნებში დამარცხების არ აღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო- ივანიშვილს კი გონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავარდება ყველაფერი ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია.ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის.

https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-irakli-okruashvili-april-14-ka/

“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved