• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოდით უმრავლესობიდან, ჩამოვაყალიბოთ ახალი კოალიციური მთავრობა – გირჩი ოცნების დეპუტატებს

ალია ავტორი - ალია
20:45 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
675

პარტია გირჩი ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართავს და სთავაზობს, რომ დატოვონ საპარლამენტო უმრავლესობა, რათა რუსული კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს და გირჩთან ერთად კოალიციური, მრავაპლარტიული მთავრობა ჩამოაყალიბონ.

“1. აქამდე თუ იმედი გქონდათ, რომ ამერიკელებთან ბრძოლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, დღეს უკვე ცხადია, რა უფსკრულისკენ მიექანებით.

2. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. არავინაა ვალდებული ბელადს გადაჰყვეს. პირიქით, ამ დროს მორალური ვალდებულება გაქვთ რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.

3. მომავალ კვირაში ამ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა. გთავაზობთ:

– გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, რათა კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს.

– უმრავლესობიდან ყველა გამოსულ დეპუტატთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა და მშვიდ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები.

4. თქვენ ისიც იცით, რომ მხოლოდ გირჩს დაეჯერება სიტყვაზე და მხოლოდ გირჩია ის ერთადერთი პარტია, რომელიც არ დაუშვებს პოლიტიკურ შურისძიებას.

5. ყველა სხვა შემთხვევაში, სრულიად პოლარიზებულ საზოგადოებაში, გაიმარჯვებს თქვენი ყველაზე აგრესიული ოპონენტი და ვერც ჩვენ დაგეხმარებით და ვერც მამა ზეციერი.

ახლა თქვენი პერსონალური არჩევანი, ამ ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას განაპირობებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 84 დეპუტატს შორის მოიძებნება საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა, ვინც უფსკრულის წინ მაინც მიხვდება, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას.” – წერს გირჩი განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved