• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულს ვიდეოკადრები ამტკიცებს – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:32 05-11-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი უმძიმესი დანაშაულის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ორგანიზატორია. მისი თქმით, ოქრუაშვილის ბრალეულობას ვიდეოკადრებიც ადასტურებს. 

“ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები. ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ ელჩებს და საქმის დეტალები გააცნეს.

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც შეეხება იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც, კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით

13:09 10-30-2026
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved