• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვეტო, როგორც მოლოტოვის კოქტეილი“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
03:11 05-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ვეტო, როგორც მოლოტოვის კოქტეილი

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის საფუძველზე ვეტო დაადო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.

აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს“.

ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა „მოტივირებულ შენიშვნებად“ დაასახელა საკუთარი მოსაზრება, რომ თურმე ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 („თანასწორობის უფლება“), მე-15 („პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის“), 22-ე („გაერთიანების თავისუფლება“) და 78-ე („ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“) მუხლებს. ამ საკითხისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე კი ამაყად განაცხადა:

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, ჩვენ ევროპულ გზაზე წარმოადგენს შეფერხებას. ეს ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი ვეტოა – ეს კანონი უნდა გაუქმდეს!“
მოკლედ, „მოტივირებულ შენიშვნებად“ სალომემ და მისმა იურისტებმა ჩათვალეს დეკლარირებული განცხადება, რომ თურმე კანონი რაღაც პრინციპებს ეწინააღმდეგება, რითაც ახალი მიდგომა დაამკვიდრეს იურისპრუდენციაში, რომ თურმე ასეთი ზერელე და ზედაპირული ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაითვალოს „მოტივირებულ შენიშვნებად“.

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს“. და რას უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა. ეწინააღმდეგება თუ არა კანონი კონსტიტუციის მუხლებს? თუ იმას, რუსულია ეს კანონი თუ ქართული?

მოკლედ, პრეზიდენტად წოდებული ეს ქალი ყოველდღე უმტკიცებს მტერს და მოყვარეს, რომ არ ესმის იმ თანამდებობის ფუნქცია, რომელზეც ის ქართულმა ოცნებამ დასვა და კუ და მორიელის იგავის მსგავსად მუდმივად ამჟაღვნებს შხამიანი მორიელის ბუნებას.აქედან გამომდინარე მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ მის პრიორიტეტს წარმოადგენს უცხო ქვეყნების ინტერესები და არა საკუთარი ქვეყნისა. თუმცა, ისიც უკვე ძნელი გასარკვევია, საკუთარ ქვეყნად საქართველოს მიიჩნევს, საფრანგეთს თუ სხვა სახელმწიფოს.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს “დაუძინებელ მეგობრებს”, ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved