• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:34 05-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იმის აღქმა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ვაგებთ არამარტო ფიზიკურ, არამედ ინტელექტუალურ ბრძოლასაც. ქართული ინტელექტი საოცრად ინფანტილური აღმოჩნდა და შესაბამისად არაპრაქტიკული. ამიტომაცაა უძლური “გლეხური” პრაქტიკული ვირეშმაკობის წინააღმდეგ.
ნეტავ რომელმა ჭკუისკოლოფმა დაარქვა პირველად “აგენტების კანონს” რუსული კანონი. ქართულია ეს კანონი, ქართული. და მავნე იმიტომ არის, რომ ყველას, ორგანიზაცია იქნება თუ ინდივიდი, ვისაც წლიური შემოსავლის 20% -ზე მეტი უცხოური ფინანსური წყაროებიდან შემოსდის, უწოდებენ აგენტს. რაში სჭირდება ეს კანონი ახლანდელ მთავრობას? სჭირდება იმაში, რომ ყველა ის ადამიანი და ორგანიზაცია, რომელთა ძირითადი შემოსავალი არ არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობის კონტროლზე და შეუძლია თამამად გამოთქვას საკუთარი აზრი ყველაფერზე და რაც მთავარია, პოლიტიკაზე, გააქროს და დაიმორჩილოს მათი აგენტებად გამოცხადებით. მორჩა. ახსნილია უკვე ამ კანონის რაობა. აღარ არის მეტი არაფერი საჭირო და მთელი მსოფლიოს ანალოგიურ კანონებთან დატოლება და შედარება. ქართულია, ქართული!!!
საერთოდ არ არის საუბარი “ოფშორების კანონზე”, რომელიც რეალურად აგენტების კანონზე ბევრად უარესია. უფრო მეტიც, “აგენტების კანონი” დიდი ალბათობით “ოფშორების კანონის” გასატანად შექმნილი “კვამლია”. “ოფშორების კანონით” საქართველო უკვე იქცა რუსული “შავი ფულის” სარეცხ მანქანად. რატომ არის საშიში ეს კანონი? იმიტომ, რომ გაურკვეველი წარმომავლობის ოფშორული ფული შემოდის ქვეყანაში ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე. ვისაც გამჭვირვალობაზე აქვს პრეტენზია, ამ თანხების გამჭვირვალობაზე იდარდოს და არა ლეგიტიმურ დასავლურ ფინანსებზე.
რითია საშიში “ჭუჭყიანი ფული”? იმით, რომ ეს არის კრიმინალების კუთვნილი ფული, რასაც თან მოჰყვება კრიმინალების ინტერესის გატარება ქვეყნის აბსოლუტურად ყველა სფეროში. ნურავის ექნება იმედი, რომ ამ ფულის თუნდაც მცირე ნაწილი მოხმარდება ქვეყნის ბიუჯეტსა და კეთილდღეობას. მხოლოდ კრიმინალურ კარტელთან დაახლოებული პირები მოითბობენ ხელს.
რა არის ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი რეალური გზა?
1. რუსული ინტერესების გამტარებელი მთავრობის მოშორება და დროებითი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.
2. ვის შეუძლია ამ მოთხოვნის იურიდიულად ჩამოყალიბება? მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი პარტიების ზეპარტიულ გაერთიანებას, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
3. რატომ არის ეს იურიდიული დოკუმენტი საჭირო?
იმიტომ, რომ ეს მისცემს ოფიციალურ ლეგიტიმაციას ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ქართველებს და დაიცავს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკანონო დევნისაგან.
4. რა უნდა იყოს აღნიშნული დოკუმენტში?
ა) რომ საქართველოს ე.წ. მთავრობა გასულია კონსტიტუციიდან და შესაბამისად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია;
ბ) რომ კონსტიტუციიდან გასული, არალეგიტიმურად ცნობილი მთავრობის ბრძანებების შემსრულებელი ძალოვანი სტრუქტურები ავტომატურად ცხადდებიან არალეგიტიმურად და მათი ნებისმიერი მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაექვემდებარება სისხლის სამართლის უმკაცრეს პასუხისგებას;
გ) საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს მიეცეთ ბრძანება შეასრულონ თავიანთი უზენაესი მოვალეობა და დაიცვან საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლე, ღირსება და მოქალაქეობრივი უფლებები;
დ) რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ზეპარტიული გაერთიანება უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას დასავლელ მეთვალყურეთა მკაცრი ზედამხედველობის პირობებში.
ნუ მოიტყუებთ და მოატყუებინებთ თავს. ამ სიტუაციიდან წარმატებულად გამოსვლის სხვა რეალური პოლიტიკური გზა არ არსებობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved