• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კანონი წავიკითხე, შედეგებიც განვჭვრიტე” – როსტომ ცხვედიანის პასუხი ეკატერინე ხვედელიძეს

ალია ავტორი - ალია
11:04 05-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,139

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი როსტომ ცხვედიანი პასუხობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს, რომელმაც გუშინ როსტომ ცხვედიანის პასუხად განცხადება გამოაქვეყნა.

გუშინ ხვედელიძემ მას მიმართა კითხვით, წაკითხული აქვს თუ არა კანონი, რაზეც როსტომ ცხვედიანი პასუხობს, რომ კანონი წაიკითხა და შედეგებიც განჭვრიტა.

როსტომ ცხვედიანი წერს, რომ კანონი, რომელსაც ცივილური სამყარო იწუნებს და ამბობს, რომ ამით არა მხოლოდ დასავლეთის კარი დაიკეტება, სხვა ღონისძიებებსაც მიმართავენ – არც ქვეყანას და არც ხალხს არანაირად არ წაადგება.

როსტომ ცხვედიანის პასუხი სრულად:

“ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა.

ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა , რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა, რომ… და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება.

ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება არავის არ მოგვწონს და თითოეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.

ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც), მე მომანდო. გარდა ამისა, ვანში და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით.

სწორედ ამიტომ მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა გითხრათ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ.

მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არა თუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო. დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინაიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ”, – ნათქვამია ცხვედიანის პასუხში.

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლმა ეკატერინა ხვედელიძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, როსტომ ცხვედიანს, რომელმაც მას ფორმულას ეთერით მიმართა გუშინ, 16 მაისს უპასუხა.

ხვედელიძემ ლექტორს მიმართა, რა არ მოსწონს რუსულ კანონში. ის წერდა, რომ აბსოლუტურად იზიარებს ივანიშვილის შეხედულებებს.

13 მაისს ფორმულას ეთერში როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის ცოლს ამ სიტყვებით მიმართა:

“ეკა, მე მაქვს უფლება, ასე მოგმართო, მოგმართავ ასე, იმიტომ, რომ ხელში აყვანილი მყავხარ ბავშვობაში ნატარები, შენც და ირმაც, შენი უფროსი და […] მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე, იმიტომ, რომ ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს […] ახლობელი ვარ შენი, შვილო. შეიძლება თქვა, რატომ არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ. დღეს კი, საისტორიო ფორტუნამ, ეკა, შვილო, შენ მოგანიჭა საშუალება, მოგცა უფლება, რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი, როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა […] მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე […] გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები”.

ამ განცხადების შემდეგ კი ცხვედიანმა თქვა, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო.

“ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი გამოსვლა მქონდა და არავითარ შემთხვევაში არ ვიმსახურებდი მაგისთვის საყვედურს. იყო ბევრი უსიამოვნო ზარი, ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მაგრამ რომ არ მოველოდი, ისეთი შეფასება ჰპოვა ჩემმა გამოსვლამ, რა ძალა გაგდია, თავს გაუფრთხილდი. 76 წლის კაცი ვარ, რითი უნდა შემაშინონ. ჩემი ცხოვრება დავამთავრე, მე ის მტკივა და იმით ვარ ყველაზე უფრო დათრგუნული, რომ ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ქვეყანა იღუპება და თითქოს ვერაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა ცხვედიანმა ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, მიიღო ორი ანანიმური ზარიც. კითხვაზე, თუ რა შინაარსის იყო სატელეფონო საუბრები, ცხვედიანი ამბობს:

“თავს გაუფრთხილდი, რა ძალა გადგია, ხომ იცი, რაც შეიძლება მოხდეს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

17:41 08-25-2025
პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა
ახალი ამბები

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

15:36 08-25-2025
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved