• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, პარასკევი, 12 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ობრაიანის მსგავსად, მეც ვთვლი რომ ივანიშვილი რაღაცნაირად შეცდომაშია შეყვანილი და უკვე უნდა დაიწყოს იმის მიხვედრა, რომ შეცდომაშია შესული“ – გიორგი ქობულია

ალია ავტორი - ალია
19:32 05-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ივანიშვილის პარტიას შტატებთან ურთიერთობის დალაგების გამოსავალს სთავაზობს.

“ოცნების” ექსმინისტრი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და უნდა მიხვდეს, რომ შტატებს არ შეუძლია დაურეკოს შვეიცარიის ბანკს და მისცეს ინსტრუქცია, ვის მისცეს ფული და ვის არა, რადგან აშშ სუფთად დემოკარტიული სახელმწიფოა.

მისი თქმით, ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო ქვეყანა იმ გეზზე დააბრუნოს, რომელიც რუსული კანონი მიღებამდე იყო.

ქობულია ამბობს, რომ ამ სიტუაციაში პაუზის აღება კანონთან დაკავშირებით ელეგანტური საშუალება იქნებოდა.

„ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა თუ იმას ფიქრობს, რომ თურმე ამერიკის მთავრობას შეუძლია, რომ დაურეკოს შვეიცარიის ბანკს და მისცეს ინსტრუქცია, ვის მისცეს ფული და ვის არა, ეს არის იმხელა შეცდომა, ჩვენი საზოგადოება გათვითცნობიერებული და ამას არ დაიჯერებს. ჩვენ არ გვიცხოვრია დემოკრატიულ ქვეყნებში, რეალურად ჩვენ არ გვაქვს გათვითცნობიერებული, როგორ მუშაობს დემოკრატიული ქვეყნები. შტატები რომ ასე მუშაობდეს, რომ აშშ-ს სპეცსამსახურმა დაურეკოს ნებისმიერ ბანკს და მოსთხოვოს რაღაცის გაკეთება, ისინი დღეს იმ კეთილდღეობას ვერ მიაღწევენ როგორშიც ცხოვრობენ.

ობრაიანის მსგავსად, მეც ვთვლი რომ ივანიშვილი რაღანაირად შეცდომაშია შეყვანილი და უკვე უნდა დაიწყოს იმის მიხვედრა, რომ შეცდომაშია შესული და ჯერ კიდევ დროა, რომ გავასწოროთ სიტუაცია და იმ გეზზე დავდგეთ, როგორზეც ამ კანონის მიღებამდე ვიყავით.

ვეტოს შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება “ოცნების” მისამართით, რომ ელეგანტურად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან.  თქვან, რომ გავიაზრეთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, შეუძლიათ თქვან, რომ გვჯერა რომ ეს სწორი იყო, მაგრამ გავიაზრეთ ის რეაქციები, რაც ამას მოჰყვა და ამიტომ ჩვენ ამაზე რაღაცა პაუზა ავიღეთ, მაგრამ ასეთი გამოსავალი იქნებოდა ალბათ არა საუკეთესო, მაგრამ ელეგანტური. ან შეიძლება ადაპტაცია მოახდინონ ამ კანონის, რაც ჩემი აზრით, უარესი ვერსიაა. ეს კანონი არის აბსოლუტურად უაზრო, არაფერს არ აძლევს ეს კანონი “ოცნებას”. მე ვერ გავიგე ამ კანონით როგორ აპირებენ ვინმეს დაშოშმინებას”, – ამბობს გიორგი ქობულია.

თეგები: გიორგი ქობულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved