• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთმა არ აკოცა ძვალს – სწორედ ის ერთი ვერ დაბრუნა” – რიტუალი ომის წინ

ალია ავტორი - ალია
00:17 05-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მარნეულელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ვარდენ შუბითიძე, რამდენიმე კვირის წინ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილიშვილი თორნიკე შუბითიძე გვიყვება, რომ ბაბუა 9 მაისისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამაში თვითონაც ეხმარებოდა.

„კალენდარზე 9 მაისი აღნიშნული ჰქონდა, ემოციებით ელოდებოდა.

მე ამ დღეს პიჯაკს მედლებით გავუწყობდი ხოლმე.

სხვადასხვა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, ბავშვობიდან მაბედნიერებდა, რომ ომის ვეტერანის შვილიშვილი ვიყავი.

როგორც ბაბუა ამბობდა, ის ორ ფრონტზე იბრძოდა. ამბობდა, რომ პირველ ფრონტზე შუბლში ბრმა ტყვია მომხვდა, მაგრამ ჩაფხუტმა გადამარჩინაო, შუბლზე ნაიარევიც ჰქონდა.

თორნიკე ამბობს ,რომ ოჯახს ბაბუასგან მხოლოდ მისი მონაყოლი ისტორიები, ფოტოები და ერთი განსაკუთრებული ნივთიც დარჩა.

„ბაბუა გვიყვებოდა, რომ ომის დაწყებიდან მალევე გაიწვიეს. იმ დროისთვის ის საჩხერეში სოფელ ჩონთოში ცხოვრობდა, სოფლიდან სულ შვიდი ადამიანი გაიწვიეს.

სოფელმა მათ გაცილებისას სუფრა გაუშალა, შესაწირი საკლავი დაუკლავთ, საკლავის ძვლის ერთ ერთი ნაწილი კართან დაუკიდიათ და უთქვამთ, სახლიდან გასვლის წინ ყველას ეკოცნა ამ ძვლისთვის და უკან, დაბრუნებისას იგივე რიტუალი შეესრულებინათ.

სუფრას შვიდი გაწვეულიდან მხოლოდ ერთი არ ესწრებოდა და ამ ერთგვარ რიტუალში სწორედ ამ ერთს არ მიუღია მონაწილეობა.

ომის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის ერთი არ დაბრუნებულა და დღემდე დაკარგულად ითვლება. ბაბუასთვის ეს ნივთი განსაკუთრებული იყო“, – ამბობს თორნიკე შუბითიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved