• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ უნდა ვიჩქაროთ, ჩვენ კვლავაც გვაქვს შანსი” – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
23:53 05-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა:

“გეგმა უკვე ძალაშია და ამაში შედის სამუშაო ადგილების მომზადება; ამაში შედის სამედიცინო პერსონალის ინფექციის კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება; საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ ატარონ ნიღბები და იყვნენ მზად იმისთვის, რომ თავი შეიკავონ მაღალი სოციალური აქტივობისგან, როგორიც არის თავშეყრა და არააუცილებელი გასართობი ღონისძიებები, რომელიც შეიძლება, გადავავადოთ და ამით არ დაზარალდება არც ჩვენი ბიზნეს საქმიანობა და არც ზოგადად, სოციალური სტატუსი.

ამდენად, ეს ყველაფერი ხდება დაგეგმილად და ხდება ძალიან დიდი ძალისხმევით. მე ვფიქრობ, ამ პირობებში ჩვენ კვლავაც გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ არ მივიღოთ ეპიდემიის არც ზრდა და არც კიდევ შემდეგი გავრცელება, შევინარჩუნოთ ის ნიშნული, რომელიც დღეს გვაქვს.

ეტაპობრიობაზე როდესაც ვსაუბრობთ, მინიმალური ციკლი ვირუსის გავრცელებისა არის ორი კვირა. ორკვირიანი ეტაპების დაცვა და ამ ეტაპების სიფრთხილით გავლა მნიშვნელოვანია, რათა არ მოგვიხდეს უეცრად, მოულოდნელად რომელიმე ეტაპიდან უკან დაბრუნება.

ამდენად, როგორც კი ოდნავ მაინც გვექნება ეპიდემიოლოგიური საფუძველი, ციფრებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული საფუძველი, რომ შესაძლებელია, რომელიმე შეზღუდვა უფრო ადრე მოიხსნას, რა თქმა უნდა, ამას ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები განიხილავენ და ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.

თანმიმდევრული და ეტაპობრივი გახსნა პროცესის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა ვიჩქაროთ იმისთვის, რომ შედეგები, რომლებიც მივიღეთ, წყალში არ ჩაგვეყაროს და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved