• რეკლამა
  • კონტაქტი
09:03, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ბაბუა გერმანელმა გამოაპარა და მისიანებმა მოკლეს”

ალია ავტორი - ალია
22:37 05-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში მოკლეს …
ხო, ის ბაბუა, ჩემი გამზრდელი, ისტორიებს რომ ვყვები ხოლმე, მეორე მსოფლიო ომში მოკლეს.
ტანისამოსი დაასაფლავეს მშობლებმა, მაშინ ასე ბევრი იქცეოდა.

12 წელი ტიროდნენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ბაბუას.
ერთ დღეს დეპეშა მოვიდა სოფელში: ილიკო ვარ, ხვალ ჩამოვდივარ, სადგურზე დამხვდით.
დედას არ უთხრეს, შეეშინდათ, ტყუილი არ ყოფილიყო.

ძმები წავიდნენ დასახვედრად.
სადგური დაცარიელდა და არ არის ბაბუა, მაგრამ ვიღაც კაცი დარჩა სადგურზე, მარტო, მხრებში აწურული სცემს ბოლთას და არავის უყურებს.
რამდენიმე წრე დაარტყეს ამ კაცს გარშემო, აკვირდებოდნენ და უფრო აიწურა კაცი, უფრო ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.

ვერ იცვნეს ბაბუა ძმებმა, ან, როგორ იცნობდნენ, ბაბუა ომში მოკლეს.
ეშინოდა ბაბუას თავის ზემოთ აწევის, ეშინოდა რომ უთვალთვალებდნენ და არ მიკვირს, ბაბუა ჯერ მოკლეს და მერე 12 წელი გამოამწყვდიეს, წერილის გამოგზავნის უფლებაც არ მისცეს მშობლებთან.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ტყვედჩავარდნილებს გერმანელებმა სიკვდილი მიუსაჯეს, ოღონდ არ მოკლეს.
როცა იპარებოდნენ ხოხვით, თავი წამოსწიეს და გერმანელი ჯარისკაცის თვალებს წააწყდნენ..

არ ვიცი რა დაინახა იმ გერმანელმა ბაბუას თვალებში, რამდენიმე წამი უყურა და ზურგი შეაქცია…
არ ვიცი, რა დაინახა გერმანელმა ბაბუას თვალებში, იქნებ სიცოცხლის წყურვილი, იქნებ, ის რომ მაინც მოკლავდნენ, ვინ იცის….

დღეები იხოხეს ნაწილამდე. გზაში ისეთი რამ ვჭამეთ, ვერ ვიტყვი, იტყოდა ხოლმე და გადასაგდებად გაშვერილი კარაქიანი პური ხელში მიშეშდებოდა…
მერე მოკლეს და გამოამწყვდიეს…
არ აიღო რეაბილიტირებულის საბუთი, ან, აიღო და გადააგდო, არ ვიცი.
პარტიული ბილეთიც არ ჰქონდა, ან ჰქონდა და გადააგდო, არ ვიცი…

ვერ იტანდა 9 მაისს, არასოდეს გადიოდა ვეტერანთა შეკრებაზე, არ ეზეიმებოდა და ყოველთვის უხასიათოდ იყო მაისის პირველ რიცხვებშიც კი…
ერთხელ ვკითხე, რატომ არ მიდიოდა შეკრებებზე!
– ეეჰ – მიპასუხა და მივხვდი, რომ იქ რაღაც ყალბი ხდებოდა.
მარტო იმას შეუძლია ამის გაგება, ვინც მოკლეს და მე ვიცი, ბევრი მოკლეს ასე იმ ომში.
მერე ვიღაცამ დაივიწყა, რომ მოკლეს…
ჩემს ბაბუას სულ ახსოვდა, სულ სტკიოდა ის ბიჭი, რომელიც გერმანელმა გამოაპარა და მისიანებმა მოკლეს.
არც მე მეზეიმება ეს დღე, 1945 წლის 9 მაისს ყველა რომ ზეიმობდა, ჩემს ბაბუას კლავდნენ, 1946, 1947, 1948 და ასე მიყოლებით 12 წელი კლავდნენ…

როცა მაღაზიიდან ათობით კილო შაქარი, კარაქი, თაფლი და რაღა აღარ მოჰქონდა, აფასოებდა და აწყობდა ბლომად, ბლომად, ბლომად რომ ყოფილიყო, ვხვდებოდი, რომ იმ დღეებზე ფიქრობდა, როცა მშიერი მოხოხავდა სახლისკენ და ისეთი რამ ჭამა, რასაც ვერ ამბობდა.

როცა თავს ჩაქინდრავდა, და იმ რაღაცნაირი ქუდის ქვემოდან ამოიოხრებდა, ვფიქრობდი, რომ ახსენდებოდა, როგორ კლავდნენ…

მადლობა, რომ არ მოკვდი ბოლომდე, მადლობა, რომ შემომინახე ჩემი წილი ბაბუა და მადლობა, რომ გეყო ძალა, გეჭამა ის რაღაც საზიზღრობა გზად, რომ ჩვენამდე მოსვლის ძალა გქონოდა.
იზეიმონ…
მე და შენ ბევრი სხვა დღე გვაქვს საზეიმო!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved