• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას – IES

ალია ავტორი - ალია
20:43 05-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

“ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას, რადგან ევროპულ იდეას ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის,” – ამ განცხადებას IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტი ავრცელებს.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ევროკავშირის დაარსების ისტორიას იხსენებს და წერს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპულ ოჯახთან დაახლოებას.

IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ არის დაარსებული.

9 მაისი  ევროპის დღეა!
1950 წლის დღევანდელ დღეს,  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა წაიკითხა მისი ცნობილი “დეკლარაცია”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს.
მოუწოდა რა საფრანგეთსა და გერმანიას ქვანახშირისა და ფოლადის წარმოებების გაერთიანებისკენ, შუმანმა აღნიშნა, რომ ევროპა ვერც ერთ დღეში და ვერც რომელიმე ერთი გეგმით შეიქმნებოდა; არამედ, ევროპული გაერთიანების მშენებლობა უნდა დაწყებულიყო დე ფაქტო სოლიდარობის გამოცხადებითა და ინკრემენტალურად, ამ გზაზე კონკრეტული მიღწევების დაფიქსირებით.
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის ხელშეკრულებას ექვსმა ქვეყანამ პარიზში 1951 წლის 18 აპრილს მოაწერა ხელი. ეს მოვლენა გახდა ევროკავშირის ინტეგრაციის დაწყების საფუძველი.  ზეიმს რაც შეეხება, გვიან მოხდა, 9 მაისის ყოველწლიურად ევროპის დღედ აღნიშვნა მხოლოდ 1985 წლიდან მოყოლებული დაიწყეს.
1951 წელს დაწყებული ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტი დღევანდელ მსოფლიოში ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის ყველაზე წარმატებული მოდელია.  ეს გზა არ ყოფილა მარტივი: თუ ისტორიას გადავხედავთ, გასული ათწლეულები სავსეა კრიზისებით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ამ გამოწვევების დაძლევის საოცარი მაგალითებით, სადაც იკვეთება კონსენსუსების მიღწევის ძლიერი კულტურა, პრობლემებისადმი წინააღმდეგობის უნარი და შეუპოვრობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესიც არ იყო ია-ვარდით მოფენილი. ამ გზაზე ნებისმიერ მცირე პროგრესს დასჭირდა სამი ათწლეულის განმავლობაში ათასობით პროფესიონალის თავდაუზოგავი შრომა, რასაც ზურგს მუდამ უმაგრებდა ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი და ხელისუფლებათა პოლიტიკური ნება.
ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნების გაქრობა საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას გამოაცლის ლეგიტიმაციას, რადგან ევროპულ იდეას ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველა აქტორს ძალიან კარგად ესმის.
თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  საქართველოში ზოგიერთისთვის ჯერ ისევ ბუნდოვანია ძირითადი ჭეშმარიტება: ევროკავშირი მხოლოდ მისი სიკეთეებით სარგებლობას არ გულისხმობს, არამედ პირველ რიგში ევროკავშირის არსი მისი ღირებულებების დაცვაში მდგომარეობს. თუ ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში მტკიცე არ ხარ, შეუძლებელია მისი სიკეთეებით  სარგებლობამ დიდ ხანს გასტანოს. ვიზა-ლიბერალიზაცია, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებები, ხელგაშლილი სასწავლო გრანტები, ერაზმუსის საოცარი მივლინებები, მცირე საწარმოთა გრანტები, კვლევის დაფინანსება, სოფლის მეურნების დახმარების პროექტები და უამრავი სხვა – უბრალოდ გაქრება და ერთ სევდიან დღეს აღარ იქნება.
1993 წლის კოპენჰაგენის ევროპულ საბჭოზე განსაზღვრული და 1995 წლის მადრიდის ევროპულ საბჭოზე განმტკიცებული  გასაწევრიანებელი კრიტერიუმების სია ათი მცნებასავით მოკლეა, მაგრამ მათ შესრულებას და დაცვას სიმამაცე, თაობების თავგანწირვა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და მორალური თამასის დაჭერა სჭირდება.  ისიც მესმის, რომ ადვილი არაა და ინდივიდის მიერ პირადი რისკის აღებას მოითხოვს კეთისინდისიერებასთან ერთად. ამიტომ ევროპის იდეით გულანთებულ ყველა თაობის თითოეულ ქართველს მინდა ვუსურვო, საკუთარ თავებში ძალა და გამბედაობა ეპოვოთ, რომ ევროპა მისი ღირებულებათა სისტემით უყვარდეთ  და არა მხოლოდ ბენეფიტებით. ამგვარად გახდება შესაძლებელი ევროინტეგრაციის, როგორც უწყვეტი პროცესის, ნამდვილი დიდებულების განცდა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების  სიხარულის გასაზიარებლად ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვისთვის მზაობის გამოვლენა. დანარჩენი თავისით მოხდება. ასეთი სიყვარულის მაგალითი უკვე მოგვცეს ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც მთელი თვეა ქუჩაში დგანან და მათზე ფიზიკური თავდასხმებისა თუ ორგანიზებული ანგარიშსწორების მიუხედავად საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე დამღუპველი ეფექტის მქონე რუსულ კანონს აპროტესტებენ.
ევროპის დღეს გილოცავთ!
#არარუსულკანონს
პატივისცემით,
ნინო ლაპიაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაარსებული IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.
თსუ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი,’ – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved