• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლოა, კორონავირუსის გამო, სიმსივნის მაჩვენებელი გაუარესდეს საქართველოში”

ალია ავტორი - ალია
19:28 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, სოციალურ ქსელში წერს:

„COVID-19 პანდემიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა.

მისი არაპირდაპირი ზემოქმედებით, ანუ იმის გამო, რომ ადამიანები დროულად აღარ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს სხვადასხვა ჩივილების დროს და ასევე ნაკლებად იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.

მაგალითად, აშშ მკვლევართა მიერ დათვლილია მხოლოდ ამ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის სამი თვის განმავლობაში 36000  არადიაგნოსტირებული ან დაგვიანებულად დიაგნოზისტირებული ძუძუს კიბოს, 22600 პროსტატის კიბოს, 18800 ნაწლავის კიბოს, 2500 საშვილოსნოს კიბოს და 450 ფილტვის კიბოს შემთხვევა.

ჯამურად ეს შეადგენს დაგვიანებული ან არადიაგნოსტირებული სიმსივნის 80,000-ზე მეტ შემთხვევას მხოლოდ აშშ-ში.

საქართველოში, სადაც ისედაც პრობლემა გვაქვს სიმსივნის დროულ გამოვლენაში, შესაძლოა კორონავირუსის გამო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს.

გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას ვაქცინით პრევენტირებადი დაავადების მხრივაც და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების აფეთქებები მივიღოთ, რადგან გეგმიური ვაქცინაციის მოცვის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება.

ისევ აშშ მაგალითზე, 5 აპრილს კვირაში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია შემცირდა 50%-ით, ხოლო ყივანახველას – 42%-ით.

სხვადასხვა ჩივილების შემთხვევაში არ უნდა შევიკავოთ თავი ექიმთან მისვლისგან კორონავირუსის შიშით,

რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სხვა მძიმე დაავადება არსებობს და დედამიწა მხოლოდ კორონავირუსის ირგვლივ არ ბრუნავს.

ასევე, არ უნდა გადავდოთ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved