პარლამენტის შენობის წინ დღევანდელი შეკრების სამზადისი გრძელდება. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ყველა, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბოს.
“ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბება და ოპონენტები კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ხელისუფლების პოლიტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონპროექტს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. შეკრებისთვის სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები