• რეკლამა
  • კონტაქტი
16:12, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდით, დავიწყოთ სიმართლით” – გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:59 04-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,677

არ მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისკენ მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღებენ მონაწილეობას.

გახარია ამბობს, რომ ესმის მათი ემოციების და მთავარი არა რომელიმე აქციაში მონაწილეობა, არამედ არჩევნებზე დაფიქსირებული პოზიციაა.

” მოდით, დავიწყოთ სიმართლით, ჩვენ, არასოდეს ვყოფილვართ ასე ახლოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან. ასევე სიმართლეა, რომ არასოდეს ყოფილა ევროპული მომავლის დაკარგვის საფრთხე ასეთი რეალური. თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველო არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის მიზანი, არამედ ბევრმა თაობამ ამ გზაზე უდიდესი ფასი გადაიხადა.

ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხეები ყველაზე კარგად დღეს საჯარო სექტორს ესმის, საჯარო სექტორმა იცის. საჯარო მოხელეებს ყველაზე კარგად გესმით, რომ ევროპული მომავლის დაკარგვა გარდაუვლად დააბრუნებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე. ასევე, თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რომ ნებისმიერი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაც, რუსეთის ინტერესშია. სწორედ ამიტომ, ზუსტად ამ გადამწყვეტ დროს, რთულ დროს, საჯარო სექტორმა უნდა შეასრულოს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. ერთის მხრივ, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და რაც მთავარია, საქართველოს გადასარჩენად სამოქალაქო დაპირისპირებისგან. საჯარო მოხელეებისთვის ეს არ არის მხოლოდ ფორმალური პასუხისმგებლობა არამედ – უნიკალური მისია ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისთვის. თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ქვეყნის იდენტობა და სახელმწიფოებრიობა ყველაზე უკეთ ევროკავშირში იქნება დაცული. თქვენ, საჯარო მოხელეებმა, ყველაზე კარგად იცით, რომ ჩვენი ბავშვები და მათი ინტერესები ყველაზე უკეთ ევროკავშირში იქნება დაცული და ჩვენია ახალგაზრდებისთვის განვითარების ყველაზე დიდი ასპარეზი სწორედ ევროპაა.

ამიტომ, მე, თქვენი ყოფილი კოლეგა არ მოგიწოდებთ დაუმორჩილებლობისკენ მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და არა რომელიმე პარტიას. უნდა თანავუგრძნო ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევს ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციაში მონაწილეობა. მე, ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციების, მაგრამ იცოდეთ, რომ საქართველოს და თქვენი შვილების მომავლისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, თუ სად იქნებით და როგორი იქნება თქვენი არჩევანი 2024 წლის 26 ოქტომბერს”, – ამბობს გახარია ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved