• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
10:43 04-27-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308
განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა. პრემიაზე განაცხადების მიღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge 26 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყაოსნის სასუვენირო გამოცემას მიიღებენ.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე-მწერალი; თეონა ბექიშვილი-თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგი; ლევან გელაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი; ოქტაი ქაზუმოვი – ფილოლოგი, მთარგმნელი და ნატა ლომოური-ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.
“ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების შემდგომ გააზრებას და მის განვითარებას. ეს პრემია მიზნად ისახავს ერთი მხრივ მოვახდინოთ ამ საკითხის აქტუალიზება, ბიძგი მივცეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს, ჩავრთოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა აქტორები. თუმცა რა თქმა უნდა ჯილდოს მისიიდან გამომდინარე მთავარი მიზანი გახლავთ წავახალისოთ ჩვენი მასწავლებლები, დავეხმაროთ მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და გაზიარებაში.”-ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.
,,გვიხარია რომ ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის შედგა თანამშრომლობა და დავაწესეთ პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. შეუძლებელია ვეფხისტყაოსანი შაბლონურად, ერთი სტანდარტით ისწავლებოდეს, მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება. ვფიქრობთ, ამ მხრივ პრემია „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული, ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით“.-თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved