• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას წერს უცხოური მედია სააკაშვილის დანიშვნაზე – “ოფიციალური სამუშაო მისცეს”

ალია ავტორი - ალია
16:27 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

სააკაშვილის დანიშვნას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაშიც.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახური («BBC Russian») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: “მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა – იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღანელებს”:

“რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეფორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა – ჭიქებიდან წყლის შესხმით. როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე…”

სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე წერს კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა “ფაინენშელ თაიმსი” («Financial Times») სტატიაში, სათაურით: “მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინირებელ როლს შეასრულებს”. პუბლიკაციაში, ნათქვამია: 

“2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის “ხალხის მსახურის” მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.
თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ.
უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა”.

აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო “ესოშაითედ პრესი” («The Associated Press») სტატიაში სათაურით “საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს”, აღნიშნავს:

“გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა, მაგრამ მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” წევრებმა პრეზიდენტის შეთავაზება არ მოიწონეს და უარი განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის პარლამენტში განხილვა-დამტკიცებაზე. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებამ საქართველოს მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ

 გასული თვის ბოლოს უკრაინა გააფრთხილა, რომ თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, კავკასიური სახელმწიფო კიევიდან თავის ელჩს გაიწვევდა. გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მას ქართულმა სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა გამო, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შესაბამისად, ექსრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერია გაცემული”

წყარო – კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved