• რეკლამა
  • კონტაქტი
11:41, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზალკანიანმა სცადა გახარიას დარწმუნება, არ გადაედგა ეს ნაბიჯი” – ყოფილი ელჩი უკრაინაში

ალია ავტორი - ალია
15:54 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა:

„როგორც მინიმუმ, ეს უკრაინისთვის არ არის კარგი სიგნალი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის ნეგატიური კომპონენტიც და პოზიტიურიც. ნეგატიური კომპონენტია ელჩის თბილისში გამოძახება და ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემების შექმნაზე საუბარი. თუმცა ესეც ძალიან დიპლომატიურად არის ფორმულირებული. ამ განცხადებაში წავიკითხე უკრაინის ხელისუფლების მიმართ გზავნილები, რომ შემდგომი გართულებები ორივე მხარემ თავიდან ავირიდოთ.

აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი შეეცადა მისი ხელმძღვანელობა (საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელი პრემიერია- “ალია”) დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ როგორც ჩანს, მისი არგუმენტები დამაჯერებლად არ იქნა აღქმული.

შესაბამისად, ეს ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა განცხადების პოზიტიური კომპონენტი იყოს ის, რომ საქართველო არ აპირებს უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობების სტატუსის გადახედვას. ვიმედოვნებ, უკრაინა არავითარ საპასუხო ზომას არ მიმართავს და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. უკრაინა რუსეთთან ჩვენი საერთო ბრძოლის საკვანძო კომპონენტია. აქ მთავარია ჩვენ საერთო მტერი დავამარცხოთ. უკრაინის ნებისმიერი წარმატება არის ასევე საქართველოს წარმატება. ამიტომ მინდა, მიხეილ სააკაშვილის წარმატებები ვუსურვო მის ახალ თანამდებობაზე,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved