• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვუსმენ პეტრე ცაავას, ანდრია სარიას და ვხედავ – თუ როგორ დავეცით სულიერად”

ალია ავტორი - ალია
15:06 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

თეოლოგი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“წმიდა გრიგოლ ხანძთელის მღვდლად გამორჩევის დროს ცნობილია სიტყვა რომელიც მან წარმოსთქვა. წმინდანი თავს უღირსად მიიჩნევს ამ ხარისხის მისაღებად— “… თუ ვითარნი კრძალვანი უხმან მღვდელობასა და ყოვლად უბრალოებაი არა ხოლო საქმით, არამედ გონებითაცა და სიტყვითა”.”რამეთუ ქრისტეის ნაცვლობაი არს…”და იქვე”და აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის…”

ძნელია ამ სიბრძნის წაკითხვის შემდგომ წმიდა მამა გრიგოლის სულიერი ხაზის გამგრძელებლად ჩავთვალოთ ის სასულიერი პირები რომლებმაც დაივიწყეს მღვდლის ხარისხის ტარების რეალური მიზანი, მოწოდების სიმაღლე და სრულიად საპირისპიროდ საკუთარი პატივისა და კეთილდღეობისათვის იღწვიან…

ვუსმენ ბ-ნ პეტრე ცაავას და ბ-ნ ანდრია სარიას და ვხედავ – თუ როგორ დავეცით სულიერად და რაც ყველაზე ცუდია ადგომაც არ გვსურს. პირიქით. თითქოს ის დაცემის ადგილია ის სამუდამო სამყოფელი, რომელიც ქრისტემ საკუთარი სისხლით მოგვიპოვა…

ქრისტეს მიმდევრობიდან მოციქულ იუდას ფარულ მოწაფეობამდე არც ისე შორი მანძილი ყოფილა… სხვა რა დავარქვა, როცა მღვდელმთავარი და მღვდლის პატივში მყოფი საკუთარ მამამთავარს ცილს დასწამებს და აკადრებს ყველაფერს, რაც დაცემული გონების ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად და ენით გამოთქვას.

აი კიდევ ერთი დაცემის მხილველნი გავხდით, თითქოს პირველი საუკუნე გაცოცხლდა ჩვენს თვალწინ. ისევ ყიდიან “მოძღვარს” ისევ ვერცხლის ხმაური აყრუებს გარემოს და მისი ექო არ ჩერდება და არც გაჩერდება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. თუმცა “ჟამი ახლო არს…”

“მოძღვარიც” როგორც მაშინ საუკუნეებით ადრე იღებდა დამცირებას და იტანდა შეურაცხყოფას, დღესაც ასეა. დღესაც იძლევა მაგალითს და იმარჯვებს. გულში იმეორებს თავისი ღმერთის ნათქვამს “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციანა რასაცა იქმან” (ლუკა 23,34)

უფალო მის სულიერ შვილებს მოგვეცი მისებრ სიმშვიდე და უნარი მოთმინებისა… ჭაობის მსგავსი თვისება ჰქონია ცოდვას რაც მეტად შეხვალ მეტად ჩაგითრევს. ბ-ნ პეტრეს და ბ-ნ ანდრიას მოქმეებებშიც შეიძლება სწავლა, სწავლა იმისა თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი. იგივე თვისება აქვს კეთილ მაგალითს. ამიტომაც არცერთ სიტყვას არ აქვს ძალა თუ ამ სიტყვას აღსრულების მაგალითი არ ახლავს. თორემ ჩემს თავს, რომ ვაკვირდები ამდენი სიბინძურის მომსმენი არ “ვუსურვებდი” ჩემს ხელში მოხვედრას ზემოთ ნახსენებ “ბატონებს”. როგორ უნდა მოინდომო და ისე მოიქცე სასულიერო პირი, რომ საეკლესიო სამართლის მთელი სისავსით აღსრულება მოუნდეთ შენზე. “ორღობის ჭორიკანად” და ცილისმწამებლად ქცეული სასულიერო პირები გვაშორე ღმერთო. დააბრუნე ისინი მამის წიაღში. ეს ამ შემთხვევაში რთულია მაგრამ შენ ყველაფერი ძალგიძს…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved