• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ალია ავტორი - ალია
10:56 04-24-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა,საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

 

საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

2023 წელი თიბისი კაპიტალისთვის გამორჩეული იყო ინოვაციური პროდუქტების კუთხითაც:

  • გამოუშვა პირველი საცალო ლარის ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი უზრუნველყოფილი საცალო ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი მწვანე ლარის ობლიგაციები
  • მონაწილოება მიიღო მდგრადობასთან დაკავშირებული უმსხვილესი დოლარის განთავსებაში საქართველოში
  • ჰქონდა რამდენიმე სადებიუტო ობლიგაცია და შედეგად, 5 ახალი ემიტენტი გამოჩნდა ბაზარზე

კვლევები

აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევები თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს წვდომა აქვთ მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, განახლებებსა და პროგნოზებზე. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა 200-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ეკონომიკის 10 ახალი სექტორი დაფარა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული პუბლიკაციები აუდიტორიას ჯამში 50-მდე ინდივიდუალურ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა პირველმა გააანალიზა და გაუზიარა პარტნიორებს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობები საქართველოსთვის და ქართული ბიზნესებისთვის.

საბროკერო მიმართულება

აქტიურია თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2023 წელს, ამ მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 780 მლნ დოლარი შეადგინა ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა სერვისებმა განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას. საბროკერო მიმართულებით, თიბისი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს აქციების და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას.

საინვესტიციო პლატფორმა თიბისის ციფრულ ბანკში

ფიზიკური პირების მხრიდან, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა დანერგა, სადაც 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებსა თუ ფონდებში ინვესტირება 1$-იდან, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.

ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მომხმარებელს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში თავადვე ეხმარება. 2023 წლის ბოლოს, პლატფორმას 16 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

საკონსულტაციო მომსახურება

მესამე წელია აქტიურად ვითარდება თიბისი კაპიტალის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც პარტნიორებს შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებთან და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, კომპანიის შეფასებასა და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმაM&A მიმართულებით, 2 მსხვილი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი – სექტორებს შორის ტრანზაქცია განახორციელა. 

„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და ფიზიკური პირებისა და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. ასევე, ბიზნესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ და საინვესტიციო საბანკო სექტორში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას. ჯილდო ჩვენი 2023 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების კიდევ ერთი აღიარებაა“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„2023 წელს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, გავლენა მოახდინა საინვესტიციო ბაზარზე, რაც გარიგებებისა და პირველადი საჯარო შეთავაზებების კლებაშიც გამოიხატა. ასეთ რეალობაშიც კი, კონკრეტულმა საინვესტიციო ბანკებმა მოახერხეს, რომ მსხვილი ტრანზაქციები შეესრულებინათ და ყოფილიყვნენ ინოვაციურები. ჩვენ სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები დავასახელეთ გამარჯვებულებად“, –ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved